თავში

რიჟვაძის პასუხი "საერთშორისო გამჭვირველობა საქართველოს"

რიჟვაძის პასუხი "საერთშორისო გამჭვირველობა საქართველოს"
რიჟვაძის პასუხი საერთშორისო გამჭვირველობა საქართველოს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე "საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს“ აჭარის წარმომადგენლობას არ ენდობა.

რიჟვაძე "საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს“ მიერ აჭარაში 2019 წელს განხორციელებული ინვესტიციების შესახებ კვლევას გამოეხმაურა და დასძინა, რომ აჭარაში არცერთი კომპანია პრივილეგირებული ან დისკრიმინაციულ მდგომარეობაში არ არის. 

"ეს ის ორგანიზაციაა ხომ, რაღაც ადგილობრივი კანტორა რომ აქვთ გახსნილი და ოფის- მენეჯერები იკვლევენ და იურიდიულ დასკვნებს აკეთებენ, ალბათ მათზე მეკითხებით ხომ? აჭარაში ამ დასკვნებს ჩვეულებრივი ოფის-მენეჯერები აკეთებენ, შედიან იურიდულ- ეკონომიკურ საკითხებში, რომლის წარმოდგენაში არ არიან“, - განაცხადა რიჟვაძე და დასძინა, რომ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში შესაბამისი დიკუმენტაცია სრულ წესრიგშია.

ცნობისთვის, ორგანიზაციამ შეისწავლა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ მიყიდვის ფორმით, მათ შორის სიმბოლურ ფასად (1 ლარად), პირობიანი და უპირობო აუქციონით გასხვისებული ქონების მესაკუთრეები, პრივატიზაციის საფასური და ინვესტიციების მოცულობა და ადგილობრივ მთავრობას მოუწოდებს პროცესის გამჭვირვალობის ხარისხის გასაზრდელად, ავტონომიური რესპუბლიკის ქონების განსაკარგად პირობიანი აუქციონის გამოცხადებისას, მეტი საგარანტიო პირობები განსაზღვროს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system