თავში

რკინიგზის ტვირთებში რუსული ნავთობის წილი იზრდება

რკინიგზის ტვირთებში რუსული ნავთობის წილი იზრდება
რკინიგზის ტვირთებში რუსული ნავთობის წილი იზრდება

საქართველოს რკინიგზით გადაზიდული ნავთობის მოცულობაში რუსული ნავთობის წილი ინტენსიურად იზრდება.

ამის შესახებ report.ge-ს HUB Georgia-ს ექსპერტმა, სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის პრეზიდენტმა, პაატა ცაგარეიშვილმა განუცხადა. 

ექსპერტის განმარტებით, საქართველოს რკინიგზით გატარებული ნავთობნაკადის შემცირების კვალდაკვალ, ინტენსიურად მიმდინარეობს რუსული ნავთობის ჩანაცვლების პროცესი. 

ცაგარეიშვილი ვარაუდობს, რომ ახლო მომავალში, შესაძლოა, ერთ-ერთ სტრატეგიულ პროდუქტს, ხორბალს, რომლის იმპორტიც 100%-ით რუსეთიდან ხორციელდება, ნავთობპროდუქტებიც დაემატოს.

როგორც HUB Georgia-ს ექსპერტი პაატა ცაგარეიშვილი განმარტავს, ნებისმიერი კომერციული სატრანსპორტო კომპანიისთვის, მათ შორის ,,საქართველოს რკინიგზისთვის“, სტრატეგიულ ამოცანას დამატებითი ტვირთების მოზიდვა და გადაზიდვების ბაზრების დივერსიფიცირება უნდა წარმოადგენდეს, ამის ნაცვლად, ცაგარეიშვილის თქმით, რკინიგზაზე რუსეთის ნავთობის ჩანაცვლების ინტენსიური პროცესი მიმდინარეობას.

"გაურკვეველია, სახელმწიფო კომპანიის ,,საქართველოს რკინიგზის“ მიდგომა, ისეთი სტრატეგიული ტვირთის გადაზიდვისას, როგორიცაა ნავთობი. კერძოდ, მცირდება მეზობელი ქვეყნების - აზერბაიჯანის, ყაზახეთის და თურქმენეთის მოცულობები და საპირისპიროდ იზრდება რუსული ნავთობის გადაზიდვები,“ - აცხადებს პაატა ცაგარეიშვილი და დასძენს, რომ 2015 წლიდან ნავთობის საერთო გადაზიდვებში რუსეთის ნავთოპროდუქტების წილი მხოლოდ 7% შეადგენდა, რაც 0.5 მლნ ტონას უდრიდა. ცაგარეიშვილი ამბობს, რომ ეს მაჩვენებელი ყოველწლიურად იზრდება და 2019 წელს 25% - ს (0.8 მლნ ტონა) მიაღწია, 2020 წლის 6 თვეში კი - 26% მდე გაიზარდა.

ცაგარეიშვილის ინფორმაციით, შემცირებულია აზერბაიჯანული, ყაზახური და თურქმენული ნავთობის გადაზიდვები საქართველოს რკინიგზაზე.

"აზერბაიჯანული ნავთობის წილი და თუ 2015 წელს 2.5 მლნ ტონას შეადგენდა, 2019 წელს მხოლოდ 0.7 მლნ ტონა გადაიზიდა; შემცირებულია ყაზახეთის ნავთობგადაზიდვაც, რამაც 2015 წელს - 2. 0 მლნ ტონა, 2019 წელს კი მხოლოდ 0.3 მლნ ტონა შეადგინა; რაც შეეხება თურქმენეთის წილს - 2015 წელს საქართველოს რკინიგზით 1.0 მლნ ტონა, 2019 წელს კი მხოლოდ 0.6 მლნ ტონა გადაიზიდა," - გვიხსნის ექსპერტი და გვაწოდებს სტატისტიკის გრაფიკულ გამოსახულებასაც:

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system