თავში

რობოტი ჩონჩხი ადამიანის სამსახურში

რობოტი ჩონჩხი ადამიანის სამსახურში
რობოტი ჩონჩხი ადამიანის სამსახურში

ეგზოჩონჩხების პრაქტიკული საჭიროება კარგად იცის მამაკაცმა, რომელმაც უბედური შემთხვევის გამო, ოთხივე კიდურის ფუნქცია 4 წლის წინ დაკარგა. მან პირველად მოძრაობა, სწორედ ამ რობოტი-ჩონჩხის მეშვეობით შეძლო. როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ქმნილება პაციენტს დამოუკიდებლად მოძრაობის საშუალებას ვერ მისცემს, მას გადაადგილება მხოლოდ ამ მოწყობილობის მეშვეობით შეეძლება. შესაძლოა ეს რელიგიურ სასწაულს არ ჰგავდეს, თუმცა მისი საშუალებით ცხოვრების წესის შეცვლა უკვე მნიშვნელოვანი ნაბიჯია სამედიცინო მომსახურების სფეროში.  ეგზოჩონჩხების შექმნაზე მეცნიერთა ნაწილი, წლებია მუშაობს, მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც სამედიცინო სფეროში, ასევე მძიმე ტვირთებთან მუშაობისას. ეგზოჩონჩხის დახმარებით ადამიანი შესძლებს ასწიოს განუზომლად მეტი წონა, ისე რომ არ დაიზიანოს ჯანმრთელობა და მეტიც, საერთოდაც არ დაიღალოს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი Grenoble-ის უნივერსიტეტის მკვლევარებმა გონებით კონტროლირებადი რობოტი შექმნეს, რომელიც პარალიზებულ ადამიანებს მოძრაობის საშუალებას მისცემს. ალგორითმი განვითარების ტაპზეა, რისთვისაც სპეციალისტებმა პროექტში 28 წლის პარალიზებული ფრანგი პაციენტი ჩართეს. ქირურგიული ოპერაციის მეშვეობით, ექიმებმა პაციენტის თავის ქალასა და ტვინს შორის, ორი სენსორი მოათავსეს. სენსორები ტვინიდან სიგნალებს იღებენ, მონაცემებს ამუშავებენ და მოწყობილობას გადასცემენ, რის შედეგადაც რობოტი სხეულის მოძრაობას უზრუნველყოფს.  როგორც სპეციალისტები აცხადებენ, ინოვაციური რობოტი, რომელიც სხეულის საყრდენს წარმოადგენს, ჯერჯერობით განვითარების ეტაპზეა. პროექტის საბოლოო წარმატებისათვის საჭიროა, რომ ალგორითმმა პრაქტიკაში “ისწავლოს” ტვინის სიგნალების მოძრაობად გარდაქმნა. ამ პროცეში, პაციენტს უკვე შეუძლია გადაადგილება, ალგორითმი კი იხვეწება - ეს ნიშნავს, რომ ტექნოლოგია და ადამიანი ერთმანეთს ეხმარებიან.   

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system