თავში

როდემდე გაგრძელდება წერტილოვანი შეზღუდვების პოლიტიკა

როდემდე გაგრძელდება წერტილოვანი შეზღუდვების პოლიტიკა
როდემდე გაგრძელდება წერტილოვანი შეზღუდვების პოლიტიკა

საქართველოში წერტილოვანი შეზღუდვების პოლიტიკა იქამდე გაგრძელდება, ვიდრე ვირუსი სრულად არ იქნება დაძლეული. ამის შესახებ საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი აცხადებს.

მაია ცქიტიშვილის განმარტებით, წერტილოვანი შეზღუდვების პოლიტიკა არ არის მხოლოდ საქართველოს გამოგონება, ეს არის ის მიდგომა, რომელსაც მთელი მსოფლიო მიმართავს, რათა ნაკლები ზიანი მიიღოს ქვეყანამ.

"ვფიქრობთ, მიზნობრივი და სწორი ღონისძიებები განვახორციელოთ, რომ ერთი მხრივ, შევარჩეროთ ვირუსის გავრცელება და მეორე მხრივ, ნაკლები ზიანი მივაყენოთ ეკონომიკას. წერტილოვანი შეზღუდვების პოლიტიკა იქამდე გაგრძელდება, ვიდრე ვირუსი სრულად არ იქნება დაძლეული“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა და დასძინა, რომ 1 თებერვლიდან შეზღუდვების მოხსნა-გამკაცრების საკითხი ეპიდემიოლოგიური ვითარების გათავლისწინებით გადაწყდება.

„კარგად გვესმის, რომ ბიზნესის ინტერესი არის შეზღუდვების სრული მოხსნა, მაგრამ ჩვენ უნდა ვიფიქროთ ბალანსზე, რომელიც უნდა დავიცვათ შეზღუდვების მოხსნასა და ეპიდვითარებას შორის. ამიტომ ბიზნესის ინტერესთან ერთად მოქალაქეთა ინტერესებიც უნდა დავიცვათ, რომელთა ინტერესი არა მხოლოდ მაღაზიებში სიარულია, არამედ ჯანმრთელობის შენარჩუნება“, - განმარტა მაია ცქიტიშცვილმა.

ბიზნესი 1 თებერვლიდან ეკონომიკის გახსნის აუცილებლობას ხედავს.

13 ასოციაციამ კრიზისიდან გამოყვანის დარგთაშორისი ინიციატივა გამოაქვეყნა და მთავრობას მოთხოვნები წამოუყენა. ესაა მოთხოვნათა და ეკონომიკის გახსნის 6-პუნქტიანი გეგმა, რომელსაც ბიზნესი ხელისუფლებას სთაზობს. 

წერტილოვანი შეზღუდვები 16 იანვრიდან უნდა შემსუბუქებულიყო., თუმცა ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით,  ეკონომიკის გახსნა გადაიდო, ანუ ქვეყანაში არსებული წერტილოვანი შეზღუდვების ვადა პირველ თებერვლამდე გახანგრძლივდა.

მთავრობა ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნის გეგმას ამზადებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქვეყანაში დღეს მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნის გეგმასთან დაკავშირებით შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გუშინაც გამართა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system