თავში

როდის აღიდგენენ ბანკები მომგებიანობას

როდის აღიდგენენ ბანკები მომგებიანობას
როდის აღიდგენენ ბანკები მომგებიანობას

"ვფიქრობთ, რომ პანდემიის გადავლის შემდეგ ბანკები მომგებიანობას მალევე აღიდგენენ", - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა.

ქვეყნის პირველი ბანკირის შეფასებით, საქართველოში ბანკებს სტაბილურობის თვალსაზრისით არანაირი პრობლემა არ აქვთ.

მისივე თქმით, ეკონომიკურ შოკს საბანკო სექტორი მომზადებული შეხვდა.

„არ ვადასტურებ, რომ რაიმე შერწყმა იქნება, მაგრამ თუკი ასე მოხდება, ეს არანაირად არ იქნება განპირობებული დღევანდელი პანდემიიდან მომდინარე პრობლემების, ან იმის გამო, რომ რომელიმეს რაიმე ფინანსური პრობლემა აქვს“, - განაცხადა გვენეტაძემ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საბანკო სექტორის მდგრადობას საფრთხე არ ემუქრება.

ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, საბანკო სექტორის პირველი კვარტლის საოპერაციო მოგებამ 386 მილიონი ლარი შეადგინა.

წმინდა მოგება ნეგატიურია და მინუს 747 მილიონ ლარს შეადგენს, რაც მთლიანი აქტივების მხოლოდ 1.5%-ია. 

ცნობისთვის, საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე ძნელაძეც ფიქრობს, რომ პანდემიის გადავლის შემდეგ, ბანკები მომგებიანობას მალევე აღიდგენენ. საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელი აქვე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს არის დროებითი მოვლენა და გამომდინარეობს იქიდან, რომ საბანკო სექტორმა წინასწარ, კონსერვატიულად შეაფასა ის რისკები, რაც წლის ბოლომდე არის მოსალოდნელი.

რაც შეეხება მოსალოდნელ ზარალს, ძნელაძის ვარაუდით, თვიდან თვემდე შემცირდება, თუმცა მაღალი მოგების დადებითი მაჩვენებლის პერსპექტივა ჯერჯერობით არ ჩანს.

შეგახსენებთ, კობა გვენეტაძე ბანკებისთვის უცხოურ ვალუტაში სარეზერვო მოთხოვნის შემცირებას არ ემხრობა. ამჟამად, კომერციული ბანკებისთვის უცხოურ ვალუტაში ერთ წლამდე ვადით მოზიდულ სახსრებზე სარეზერვო მოთხოვნა 25%-ს შეადგენს.

გვენეტაძის შეფასებით, რეფინანსირების განაკვეთის სწრაფი ზრდა ეკონომიკას ამუხრუჭებს.

კობა გვენეტაძის პროგნოზით, წელს ინფლაცია მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება და მიზნობრივ მაჩვენებელს ის მხოლოდ 2021 წლის პირველ ნახევარში დაუბრუნდება.

სებ-ი წელს, მთავრობისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მსგავსად, საქართველოში ეკონომიკის 4%-იან ვარდნას ელოდება.

ცნობისთვის, დღეს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით, 8.5%-მდე შეამცირა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system