თავში

როდის ჩაანაცვლებს კრიპტოვალუტა ტრადიციულ ფულს?

როდის ჩაანაცვლებს კრიპტოვალუტა ტრადიციულ ფულს?
როდის ჩაანაცვლებს კრიპტოვალუტა ტრადიციულ ფულს?

ეკონომისტები მიიჩნევენ, რომ ციფრული ფულის ფართო მასშტაბით გამოყენება მალე ჩვეულ ნორმად იქცევა. 

მარშალის კუნძულების რესპუბლიკა, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 50,000 ადამიანია, ეროვნულ ციფრულ ვალუტას გამოუშვებს. ოფიციალური პირების აზრით, ეს ნაბიჯი მოქალაქეებს დაეხმარება თავიდან აიცილონ მაღალი ტრანზაქციის საფასური, გაუადვილონ საერთაშორისო პარტნიორებს ვაჭრობა და დაიცვან ქვეყანა ინფლაციისგან.

”ბლოკჩეინის ტექნოლოგიის დანერგვამ მრავალი შესაძლებლობა შეუქმნა ჩვენსავით პატარა ქვეყნებს”, - მარშალის კუნძულების პრეზიდენტის თანაშემწემ, დევიდ პოლმა. 

Ethereum-ის ბლოკჩეინის დამფუძნებლის, ვიტალიკ ბუტერინის მოსაზრებით, ბლოკჩეინებს შეუძლიათ მხოლოდ სამი კრიტერიუმიდან ორი დააკმაყოფილონ: დეცენტრალიზაცია, უსაფრთხოება, მასშტაბურობა.

Deutsche Bank-მა, უმსხვილესმა ფინანსურმა და საინვესტიციო ინსტიტუტმა, 2030 წლის შესახებ თავისი ხედვა გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტების პოპულარობა ძალიან მალე დიდ მასშტაბებს მიაღწევს.

ექსპერტების შეფასებით, ტრადიციული ვალუტის ინფლაცია უფრო და უფრო გაიზრდება, ეს კი გაზრდის ციფრული ვალუტის მოთხოვნას და ბლოკჩეინ საფულეს 2030 წლისთვის უკვე 200 მილიონი მომხმარებელი ეყოლება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system