თავში

როდის ჩნდება შრომითი ხელშეკრულების დადების ვალდებულება

როდის ჩნდება შრომითი ხელშეკრულების დადების ვალდებულება
როდის ჩნდება შრომითი ხელშეკრულების დადების ვალდებულება

პარლამენტმა „შრომის კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტით, შრომითი ხელშეკრულების დადება შესაძლებელია ზეპირი ან წერილობითი ფორმით, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ურთიერთობა ერთ თვეზე მეტხანს გრძელდება, წერილობითი ხელშეკრულების დადება აუცილებელია. 

ცნობისთვის, ამჟამად მოქმედი „შრომის კოდექსი“ დამსაქმებელს წერილობითი ხელშეკრულების დადებას 3 თვეზე მეტ ხანს შესასრულებელი სამუშაოს შემთხვევაში ავალდებულებს.

ამასთან, „შრომის კოდექსს“ ემატება ახალი მუხლი, რომელიც შრომითი ხელშეკრულების შინაარსს შეეხება. კანონპროექტის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობებია:

ა) ინფორმაცია შრომითი ხელშეკრულების მხარეთა შესახებ;

ბ) მუშაობის დაწყების თარიღი და შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა;

ბ) სამუშაო დრო და დასვენების დრო;

გ) სამუშაო ადგილი;

დ) თანამდებობა და შესასრულებელი სამუშაოს სახე;

ე) შრომის ანაზღაურება და მისი გადახდის წესი;

ვ) ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების წესი;

ზ) ანაზღაურებადი და ანაზღაურების გარეშე შვებულებების ხანგრძლივობა და

შვებულების მიცემის წესი;

თ) დამსაქმებლის და დასაქმებულის მიერ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის წესი;

ი) კოლექტიური ხელშეკრულებების დებულებები, იმ შემთხვევაში, თუ ისინი განსხვავებულად არეგულირებენენ დასაქმებულთა შრომის პირობებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system