თავში

როდის დაეხმარება მთავრობა უმუშევრად დარჩენილებს

როდის დაეხმარება მთავრობა უმუშევრად დარჩენილებს
როდის დაეხმარება მთავრობა უმუშევრად დარჩენილებს

ჩვენი ზრუნვის მთავარი ობიექტი არიან ის ადამიანები, ვინც მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, სამუშაოს დაკარგავენ, - ამის შესახებ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მინისტრის პროგნოზით, მიუხედავად სამთავრობო დახმარებისა, იმდენად დიდი გლობალური წნეხია მსოფლიოში, გვეყოლებიან ადამიანები, ვინც კორონავირუსის ზემოქმედების გამო სამუშაოს დაკარგავენ.

„ჩვენ ვმუშაობთ ზოგადად კორონავირუსით გამოწვეული ნეგატიური ზეგავლენის ღონისძიებებზე. ჩვენი ზრუნვის მთავარი ობიექტი არის ის ადამიანები, ვინც მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, სამუშაოს დაკარგავენ.  ეს არის დახმარების ერთ-ერთი მთავარი ობიექტი. კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ, მაგრამ გეტყვით, რომ უახლოეს დღეებში ალბათ ეს პროგრამა გვექნება. ჩვენი დახმარების და გვერდში დგომის ობიექტი არის ის ბიზნესები, რომლებიც შეინარჩუნებენ ამ დახმარების შედეგად სამუშაო ადგილებს, ხოლო მეორე მიმარულება არის ის ადამიანები, ვინც ყველა მცდელობის მიუხედავად, სამუშაო ადგილს დაკარგავს. ეს ორი მიმართულება იქნება ასახული ჩვენს პროგრამაში, რაც ძალიან მალე გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის“, - განაცხადა თურნავამ და დასძინა, რომ მთავრობამ სასტუმროებს და ზოგადად ტურიზმის ინდუსტრიას და ჯამში მათ ერთმილიარდლარიანი შეღავათები გაუწია, მათ კი, თავის მხრივ, მთავრობის წინაშე აიღეს ვალდებულება, გარკვეული დროის განმავლობაში, პერსონალს არ შეამცირებენ, და ისინი მიყვებიან ამ შეთანხმებას. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system