თავში

როდის დაიწყება ლარის გამყარება

როდის დაიწყება ლარის გამყარება
როდის დაიწყება ლარის გამყარება

გუშინ ყველა კომერციულ ბანკს ერთად 700 მლნ დაერიცხება საკუთარ, საკორესპონდენტო ანგარიშზე. საუბარია სარეზერვო მინიმუმის 5%-ით შემცირებულ თანხაზე, რომელიც სებმა თვის დასაწყისში შეამცირა და შედეგად ლარის კურსის დასტაბილურებას ელოდება. რა მოხდება დღეიდან სავალუტო ბაზარზე და გამყარდება თუ არა ლარი, ჯერჯერობით კონკრეტულად არავინ საუბრობს.

ეროვნული ბანკი კომერციული ბანკებისთვის უცხოური ვალუტით მოზიდულ სახსრებზე მინიმალურ სარეზერვო მოთხოვნას 5%-ით (25%-მდე) 17 ოქტომბრიდან ამცირებს. როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე აცხადებს, ამ ღონისძიებებმა ხელი უნდა შეუწყოს გაცვლითი კურსის დინამიკის შეცვლას, ლარის დასტაბილურებას და დროთა განმავლობაში შეამციროს წნეხი ინფლაციაზე.

როგორც ჩანს, მოვლენები საბანკო სისტემაში სწრაფად ვითარდება. 17 ოქტომბერს, დილიდანვე კომერიცულ ბანკებს, ჩარიცხებათ საკუთარი თანხები ანგარიშზე.

,,კომერციულ ბანკებს 17 ოქტომბერს დილიდანვე თავიან საკორესპონდენტო ანგარიშებზე დაუჯდებათ შესაბამისი თანხები, რომლის შემდგომ თავად ისინი მიიღებენ ამ თანხების განკარგვის გადაწყვეტილებას”, - აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

ბოლოდროინდელი ცვლილებები მოსწონთ ფინანსისტებსაც, თუმცა არიან პესიმისტურად განწყობილნიც, რომლებიც ამბობენ, რომ ეფექტი არ იქნება იმდენად პოზიტიური, რამდენადაც მოლოდნია. 

,,უცხოურ ვალუტაში სარეზერვო მინიმუმის შემცირება გამოიწვევს კომერციული ბანკებისათვის სახსრების გამოთავისუფლებას. ამ შემთხვევაში, ბანკებს აქვთ ორი არჩევანი - გაზარდონ საბანკო დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთი და მოიზიდონ დამატებითი სარეზერვო სახსრები, ან შეინარჩუნონ მოგების მარჟა, რაც არის დეპოზიტებსა და სავალუტო კრედიტებს შორის. შედეგი თვენახევარზე ადრე არ დადგება",-აცხადებს ვახტანგ ხომიზურაშვილი

მისივე განმარტებით, ბიზნესის დაკრედიტების ტენდენცია, არ არის მზარდი და მოთხოვნა სესხებზე არ მატულობს. ამიტომ სებ-ის გადაწყვეტილებისგან მასშტაბური პოზიტიური ეფექტი კაკლებადმოსალოდნელია. სპეციალისტი გვიხსნის, რომ ასეთი ნაბიჯები, მხოლოდ მაშინაა ეფექტური, როცა პარალელურად მიმდინარეობს ეკონომიკის განვითარება. ხომიზურაშვილის თქმით, გარდაუვალია ბანკების ლიკვიდურობის ზრდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system