თავში

როდის დაიწყებს აღდგენის პროცესს საქართველოს ეკონომიკა

როდის დაიწყებს აღდგენის პროცესს საქართველოს ეკონომიკა
როდის დაიწყებს აღდგენის პროცესს საქართველოს ეკონომიკა

სპეციალისტები ფიქრობენ, რომ სანამ პანდემიური პროცესია საქართველოში, ეკონომიკის გაჯანსაღება რეალურად შეუძლებელი იქნება. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ფინანსისტი გიორგი კაპანაძე ვაქცინაციის პროცესს  ანიჭებს და ამბობს, რომ  სანამ საქართველო მოსახლეობა მასიურად არ აიცრება, ეკონომიკაში მუდმივად იქნება პრობლემა, სავარაუდოდ, ლოკალური შეზღუდვებიც პერიოდულობით გახდება საჭირო.

,,მძიმე მდგომარეობაა ეკონომიკის ყველა დარგში. საგარეო ვაჭრობაშიც თვეების განმავლობაში კლება ფიქსირდება. ამაში ჯერ კიდევ ვერ ვხედავ პრობლემას, თუ გაიხსნება ბიზნესი და პანდემიური მდგომარეობა დაიძლევა. განსაკუთრებით გაგვიჭირდება მცირე და საშუალო ბიზნესის ფეხზე წამოდგომა, რადგან მათ მძიმე ეტაპი გაიარეს, ბევრი გაკოტრდა ან კრიზისს განიცდის, ვალებშია ჩაფლული. არაფერს ვამბობს ტურიზმზე, რომელიც ფაქტობრივად ჩამოიშალა და ამ მდგომარეობის გამოსწორება მძიმე და რთული იქნება. თუმცა, მთავარია covid-19 დამარცხდეს და შემდეგ უკვე კარგად ვნახავთ, სად დარჩება პრობლემა და  კრიზისიდან გამოსვლას შედარებით ადვილად რომელი სექტორი მოახერხებს.  საბოლოოდ ყველაფერი ვაქცინაციის პროცესზეა დამოკიდებული. 1 წელიწადია უკვე, რაც covid-19 -ის პირველი შემთხვევა საქართველოში დაფიქსირდა და დღესაც გაურკვევლობაა.  როცა გვეცოდინება როდის შემოვა ვაქცინა და რა დრო დასჭირდება ვაქცინაციის პროცესს, სრულად რომ აიცრას საქართველოს მოსახლეობა. შესაბამისად გაირკვევა, ეკონომიკა როდის შეძლებს მდგომარეობიდან გამოსვლა", - ამბობს კაპანაძე.

ფინანსისტის შეფასებით, ნაწილობრივი ლოკდაუნები, სავარაუდოდ, სულ იქნება, სანამ ქვეყანა ეპიდემიას საბოლოოდ არ დაამარცხებს.

,,ეპიდემიური სიტუაცია საკმაოდ მძიმეა. უახლოეს მომავალშიც, როცა ეკონომიკაში გახსნის პროცესი დაიწყება, გვამზადებენ, რომ ინფიცირების მასშტაბიც გაიზრდება. აქედან გამომდინარე, მოსალოდნელია, რომ შეზღუდვების დაწესება პერიოდულად დაგვჭირდეს. ცხადია, მთელი ეკონომიკა არ დაიკეტება, მაგრამ ლოკალურად, რეგიონების მასშტაბით, გადაწყვეტილებას მთავრობა სიტუაციიდან გამომდინარე მიიღებს", - აცხადებს გიორგი კაპანაძე report.ge-თან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system