თავში

როდის დასრულდება ბიზნესსახლის მშენებლობა - VIDEO

როდის დასრულდება ბიზნესსახლის მშენებლობა - VIDEO
როდის დასრულდება ბიზნესსახლის მშენებლობა - VIDEO

„რევოლუციური პროექტი, რომელიც მნიშვნელოვნად შეცვლის ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის ლანდშაფტს და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ბიზნესკლიმატს“, - ამ სიტყვებით დაანონსა პრემიერმა კვირიკაშვილმა 2016 წელს ბიზნესსახლის შექმნა, რომელიც 2017 წლის ბოლოს უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა, ქართველი ბიზნესმენები 600-ზე მეტ სახელმწიფო სერვისს ერთ ჭერქვეში ამ დრომდე ვერ იღებენ. როგორც  ქონების ეროვნული სააგენტოში Report.ge-ს განუცხადეს, პროექტი შეჩერებულია, დასრულებულია მხოლოდ შენობის შავი კარკასი.

„მშენებლობა ახლა როგორც ვიცით გაჩერებულია. კარკასი კომპანია „ენსისი“-მა ააშენა. მთავარი ტედერი მუნიციპალური განვითარების ფონდს უნდა გამოეცხადებინა," - აცხადებენ სააგენტოში. როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდში განმარტავენ, ისინი პასუხისმგებელნი არიან მხოლოდ დასრულებული ნაგებობის რემონტსა და მოწყობაზე. არადა, 2018 წელს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა „ბიზნესსახლთან“ დაკავშირებით ღია კარის დღე გამართა. ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი შენგელიამ, მაშინ განაცხადა, რომ „ბიზნესსახლის“ მშენებლობა 2019 წლის ბოლოს დასრულდებოდა, თუმცა "ბიზნესსახლის" ბედი გაურკვეველია და 13.421 კადრატული მეტრის მიწის ნაკვეთზე აშენებული კარკასი კვლავ უფუნქციოდაა დარჩენილი.

ტენდერი, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2018 წლის დასაწყისში გამოაცხადა, ჩაიშალა. ტენდერის შედეგები, რომლის მიხედვითაც, შპს „დაგი“ გამოცხადდა გამარჯვებულად, გასაჩივრდა. ხელახალი ტენდერი 2018 წლის სექტემბერში უნდა გამოცხადებულიყო. ახალი ტენდერის მიხედვით, ბიზნესსახლის მშენებლობის სავრაუდო ღირებულება არა 71 მილიონი იქნება, როგორც ეს წინა შემთხვევებში ფიქსირდებოდა, არამედ 55 მილიონი ლარი უნდა ყოფილიყო.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ კვირიკაშვილის დაანონსებული სამთავრობო ქალაქი აღარ აშენდება. ხომ არ ელის ბიზნესსახლის პროექტს იგივე,-ამ კითხვაზე Report.ge-ს ეკონომიკის სამინისტროში განუცხადეს, რომ ბიზნესსახლი აუცილებლად აშენდება, თუმცა ვადების თქმა უჭირთ. ამბობენ, რომ საკითხზე მუშაობენ.

ცნობისთვის, ექსპრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ყოფილმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ამ პროექტის სიმბოლური კაფსულა ჯერ კიდევ 2016 წელს ჩადეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system