თავში

როდის დასრულდება თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობა

როდის დასრულდება თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობა
როდის დასრულდება თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ამბობს, რომ რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე სამუშაოები ერთ კონკრეტულ ადგილას არის შეჩერებული. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე სამუშაოები მიმდინარეობს.

იმ ერთ მონაკვეთზე კი სამუშაოების შეფერხების მიზეზი მოსახლეობის წინააღმდეგობაა.

„რუსთავის მაგისტრალს რაც შეეხება, მუშაობა შეჩერებული გვაქვს მხოლოდ ერთ მონაკვეთზე, იქ ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან მოხდა აქტიური პროტესტის გამოხატვა იმის მიუხედავად, რომ ეს მათთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა. სამწუხაროდ, ამის გამო ძალიასმიერი მეთოდებით ვერ ვაიძულებთ მოსახლეობას, რომ თანხმობა თქვან. მხოლოდ ამის გამო ვერ ხდება გზის იმ მონაკვეთზე სამუშაობის დასრულება, ხოლო სხვა მონაკვეთებზე სამუშაოები მიმდინარეობს. სადაც არის მუშაობა შესაძლებელი, იქ ვმუშაობთ. ხოლო იქ სადაც შეფერხებაა, მოსახლეობასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები და როცა თანხმობა იქნება მიღწეული, მუშაობა დასრულდება", - ამბობს მაია ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, სამუშაოების დასრულების შემდეგ თბილისიდან რუსთავამდე გზა 15 წუთში დაიფარება.

პროექტის ღირებულება 96 მილიონ 685 ათას 218 ლარია. 

სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system