თავში

როდის ექნება საქართველოს მიწისქვეშა გაზსაცავი

როდის ექნება საქართველოს მიწისქვეშა გაზსაცავი
როდის ექნება საქართველოს მიწისქვეშა გაზსაცავი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის დავით თვალაბეიშვილის ინფორმაციით, საქართველოს მიწისქვეშა გაზსაცავი 2023 წელს ექნება. ამის შესახებ თვალაბეიშვილმა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატების კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ჯერჯერობით, სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს და ობიექტის მშენებელი კომპანია გამოვლენილი არ არის, 250 მლნ ევროს მოცულობის სესხი კი KFW–სა და ევროპის საინვესტიციო ბანკისგან პროექტს უკვე დამტკიცებული აქვს. სესხს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია საკუთარი სახსრებით მოემსახურება.
"რაც შეეხება ტენდერს, როგორც ვიცი, სამი დიდი კომპანიაა მშენებლობით დაინტერესებული. მათ სატენდერო პროცედურების 45 დღით გაგრძელება ითხოვეს, რომ დამატებითი ინფორმაცია წარმოადგინონ. ვფიქრობ, წლის ბოლომდე სამშენებლო ხელშეკრულება გაფორმდება და პირველი, რასაც სამშენებლო კომპანია გააკეთებს, ორ ჭაბურღილს გაბურღავს, რომლითაც უფრო კარგად დაადგენს ტექნიკურ მახასიათებლებს. საუბარია, რა წნევას შეიძლება გაუძლოს არსებულმა საბადომ. საბოლოოდ, დეტალური პროექტი მომზადდება და 2023 წლისთვის ეს გაზსაცავი გვექნება", – განაცხადა დავით თვალაბეიშვილმა და აქვე დეპუტატებთან ამ გაზსაცავის მნიშვნელობა განმარტა.
გაზსაცავის სამშენებლო ვადებმა არაერთხელ გადაიწია. ბოლო ინფორმაციით, მისი დასრულება, როგორც მინისტრის მოადგილემაც აღნიშნა, 2023 წელს იგეგმება. პროექტის ბიუჯეტი 250-300 მილიონი დოლარია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system