თავში

როდის ექნება საქართველოს სასტუმროებს ვარკვლავები

როდის ექნება საქართველოს სასტუმროებს ვარკვლავები

Hotelstars Union-ის ვარსკვლავების სისტემით საქართველოში სასტუმროების შეფასება ნოემბრიდან დაიწყება. "სასტუმროების, რესტორნების და კაფეების ფედერაციის" დამფუძნებლისა და პრეზიდენტის, ქეთი მელაძის, ინფორმაციით, შეფასების სისტემა ნებაყოფლობითი იქნება. სასტუმროები, რომლებიც ვარსკვლავების სისტემით შეფასების სურვილს გამოთქვამენ, მათ ფედერაციის წევრობის მინიმუმ 100 ევრო უნდა გადაიხადონ, ამასთან შეფასებისთვის დამატებით განსაზღვრული თანხა, რაც სასტუმროს კრიტერიუმების მიხედვით განისაზღვრება. ხოლო 2 წელში ერთხელ ფედერაციის ექსპერტების მიერ შემოწმდება სასტუმროები, რომლებსაც ვარსკვლავები აქვთ მინიჭებული. 

„სასტუმროების ვარსკვლავებით შეფასების სისტემა კონკრეტული სასტუმროების ავტორიტეტს მეტად გაზრდის და ვარსკვლავების მინიჭებით სასტუმროები უცხო ქვეყნიდან ჩამოსული ტურისტებისთვის უფრო სანდო გახდება, რადგან ისინი ევროპულ შეფასებას ენდობიან,“ - აღნიშნა მელაძემ.

შეგახსენებთ, რომ სასტუმროებს ვარსკვლავების მინიჭების შემდეგ სპეციალური დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცემათ. სასტუმროს ვარსკვლავები გამოჩნდება როგორც სასტუმროს სივრცეში, ასევე სხვადასხვა დაჯავშნის სისტემებში, ისეთში, როგორებიცაა Booking.com და TripAdvisor. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system