თავში

როდის ექნება თბილისს "ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემა“ - PHOTO

როდის ექნება თბილისს "ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემა“
როდის ექნება თბილისს ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემა“  - PHOTO

გერმანიის მთავრობისა და გერმანიის განვითარების ბანკის (KFW) ფინანსური მხარდაჭერით, ასევე, საკონსულტაციო კომპანიის - GOPA infra ექსპერტების უშუალო მონაწილეობით, დედაქალაქში „ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის“(Integrated Traffic Control System) განვითარებასთან დაკავშირებით შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.

სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც მერის მოადგილე მაია ბითაძე ესწრებოდა, საკონსულტაციო ჯგუფის საბოლოო დასკვნები განიხილეს და პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით კონკრეტული ღონისძიებები დაგეგმეს.

მაია ბითაძის თქმით, „ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის“ დასანერგად ტექნოლოგიების შესყიდვას თბილისის მუნიციპალიტეტი მომავალი თვიდან დაიწყებს. მისივე თქმით, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა ხელს შეუწყობს გზებზე ტრანსპორტის გამტარიანობის გაზრდას და საცობების შემცირებას.

გერმანიის მთავრობის დახმარებით დასრულდა პროექტი, რომელმაც ზუსტი ინფორმაცია მოგვცა იმ თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემების ჩამოყალიბების თაობაზე, რომელიც აუცილებელია თბილისის საცობებისგან განტვირთვისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილებისთვის. შესაბამისად, გერმანიის მთავრობის მიერ მოცემული ზუსტი სპეციფიკაციების მიხედვით, მომავალი თვიდან დაიწყება შესაბამისი ტექნოლოგიების შესყიდვა, რომელიც, ვფიქრობთ, თბილისს განტვირთავს საცობებისგან. ეს კი მას შემდეგ მოხდება, რაც ახალი, დიდი ზომის საზოგადოებრივი ტრანსპორტი შემოვა და თანამედროვე ტექნოლოგიის ჭკვიანი შუქნიშნებისა და მართვის სისტემები ჩაირთვება“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

როგორც თბილისის მერიაში განმარტავენ, „ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის“ ჩამოყალიბების მიზანია ქალაქის საცობებისგან გათავისუფლება, საგზაო უსაფრთხოება, საჯარო ტრანსპორტის უპირატესობის მიღწევა გადაადგილებისას და ჰაერის დაბინძურების შემცირება. ტრანსპორტის მიმართულებით ამ მოცულობის სამუშაო, საქართველოს მასშტაბით პირველად განხორციელდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system