თავში

როდის გაიხსნება ღამის კლუბები?

როდის გაიხსნება ღამის კლუბები?
როდის გაიხსნება ღამის კლუბები?

„ბასიანის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის ნაჯა ორაშვილის ინფორმაციით, კლუბები 17 დეკემბრიდან გაიხსნება.

"ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო კულტურის აღდგენის ფონდის და Act4culture / The Cultural and Creative Industries Union of Georgia -ის მიერ ინიციირებული უსაფრთხო ღონისძიებების იდეა მხარდაჭერილია.

სამოქმედო გეგმას საფუძვლად უდევს ღია და დახურულ სივრცეებში ჩვენს მიერ ჩატარებული ორი საპილოტე ღონისძიების კვლევის შედეგი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სახელმძღვანელო დოკუმენტში ტექნიკური საკითხების დაზუსტება, იმისთვის რომ ელექტრონული მუსიკის სივრცეებმა მოიპოვონ უსაფრთხო ღონისძიებისთვის საჭირო მწვანე სტატუსი.

17 დეკემბერს, თითქმის ორ წლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს მასშტაბით კლუბების კარი გაიხსნება და იმედი მაქვს, აღარასოდეს დაიხურება", - წერს ნაჯა ორაშვილი Facebook-ის პირად გვერდზე.

გუშინ, უსაფრთხოდ ფუნქციონირების პროტოკოლის შემუშავების საკითხზე, შრომის ინსპექციის სამსახურმა ღამის კლუბების ასოციაციასთან რიგით მე-5 შეხვედრა გამართა.

მხარეებმა გასართობი ინდუსტრიის მდგრადი აღდგენისთვის შემუშავებული პროტოკოლის სამუშაო ვერსია განიხილეს, რომელიც ინფექციის გავრცელების რისკებს მნიშვნელოვნად შეამცირებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system