თავში

როდის გაიხსნება რესტორნები და სასტუმროები

როდის გაიხსნება რესტორნები და სასტუმროები
როდის გაიხსნება რესტორნები და სასტუმროები

"უახლოეს დღეებში მოხდება გაიდლაინების შესრულების კვალობაზე ამ ინდუსტრიის გახსნა. შეიძლება, ეს ერთდროულადაც მოხდეს, შეიძლება, გახსნის პერიოდი მანამდეც გახდეს ცნობილი, მაგრამ რა თქმა უნდა, წინაპირობა იქნება გაიდლაინების შესრულება,"- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ რესტორნებისა და სასტუმროების გახსნასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ტურისტული ინდუსტრიისთვის, მათ შორის, რესტორნებისა და სასტუმროებისთვის სპეციალური გაიდლაინები უკვე შემუშავებულია და უახლოეს დღეებში გასაჯაროვდება, მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის სამინისტრო დაამტკიცებს.

„ზოგადად,ინდუსტრია ძალიან სწრაფად აითვისებს გაიდლაინებს, რაც კი რამეა შემუშავებული, მათთან მჭიდრო კომუნიკაციით შემუშავდა, სიურპრიზი არ იქნება. ძალიან მალე გაიხსნება, ოღონდ, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლიანად უნდა მივუდგეთ გაიდლაინებს“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system