თავში

როდის გაიხსნება სათხილამურო სეზონი

როდის გაიხსნება სათხილამურო სეზონი
როდის გაიხსნება სათხილამურო სეზონი

მთის კურორტების განვითარების კომპანიაში აცხადებენ, რომ ზამთრის სათხილამურო სეზონის გახსნა დამოკიდებულია ბუნებრივ კლიმატურ პირობებზე (თოვლზე), რის გამოც მისი წინასწარ დადგენა შეუძლებელია.

ცნობისთვის, ოთხივე სამთო-სათხილამურო კურორტზე (გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი, სვანეთი) სეზონის გახსნის თარიღებს მთის კურორტების განვითარების კომპანია განსაზღვრავს.

როგორც მთის კურორტების განვითარების კომპანიაში აცხადებენ, ზამთრის სეზონისთვის კურორტები სრულ მზადყოფნაშია.  ახალი გონდოლები, მოწყობილობა, ინფრასტრუქტურა და საცობებისგან მაქსიმალურად დაცლილი კურორტები - ესაა მთავრობის გაცხადებული პრიორიტეტი, რომელზეც პრემიერმა  გახარიამაც გაამახვილა ყურადღება.

პრემიერთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მოსამზადებელი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს, გათვალისწინებულია წინა წლების გამოწვევები და კოორდინირებული მუშაობით შესაძლებელი იქნება მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული ვითარების უზრუნველყოფა.

ცნობისთვის, ბაკურიანში ხელოვნური გათოვლიანების პროცესი დაწყებულია, რაც მალე გუდაურშიც იგეგმება. 

თოვლი საქართველოში მოსალოდნელია 14 დეკემბერს ღამით. გუდაურში ზამთრის სეზონის გრანდიოზული გახსნა 15 დეკემბერსაა დაგეგმილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system