თავში

როდის გახდება წყალტუბო ტურისტული საქართველოს "ბრილიანტი"

როდის გახდება წყალტუბო ტურისტული საქართველოს "ბრილიანტი"
როდის გახდება წყალტუბო ტურისტული საქართველოს ბრილიანტი

წყალტუბო იქნება საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის შემდეგი ბრილიანტი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა. 

მისივე თქმით, გეოგრაფიულად დღეს წყალტუბო არის ტურისტული თვალსაზრისით, ყველაზე პერსპექტიული და მიმზიდველი მიმართულება, რომელსაც სჭირდება ინვესტიციები.

"წყალტუბო, როგორც ტურისტული ბრენდი უკვე ჩამოყალიბებულია, მას სჭირდება იმ ძველი ისტორიის აღდგენა, თანამედროვეობის გარკვეული ხარისხის, ნიშნის დამატება და ეს ყველაფერი იქნება. შეიძლება ჩვენ, განსაკუთრებით ამ პანდემიის პირობებში, დროში სადღაც ჩამოვრჩეთ, მაგრამ წყალტუბო იქნება საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის შემდეგი ბრილიანტი და ნახავთ," -განაცხადა გახარიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system