თავში

როდის გამოჩნდება თვითმავალი მატარებელი ჩინეთში - PHOTO

როდის გამოჩნდება თვითმავალი მატარებელი ჩინეთში - PHOTO
როდის გამოჩნდება თვითმავალი მატარებელი ჩინეთში - PHOTO

ჩვენ უკვე გიამბეთ უპილოტო მფრინავი ტაქსის პროექტის და მისი ტესტირების შესახებ. როგორც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, ჩინეთში დააანონსეს, რომ მსოფლიოში ყველაზე სწრაფი მაგლევ მატარებლის პროექტზე მუშაობენ. ხუბეის პროვინციაში 200 კილომეტრიანი რკინიგზის ხაზი გაიხსნება. ამ მონაკვეთზე მაგლევ მატარებელმა 1000 კმ/სთ სიჩქარით უნდა იმოძრაოს. კიდევ ერთი მიმართულება, რომლითაც ჩინეთის მთავრობა ამჯერად დაინტერესდა, სრულად ავტონომიური მატარებელია. პეკინი-ჩჟანცზიაკოუს 175 კილომეტრიან მონაკვეთზე, ავტონომიური ლოკომოტივების გამოყენებას გეგმავენ. მფრინავი ტაქსის ტესტირების მსგავსად, პირველ ეტაპზე დაზღვევის მიზნით ლოკომოტივში მემანქანის ყოფნა აუცილებელია. 175 კილომეტრიან საცდელ მონაკვეთზე “ჭკვიან სადგურებს” გახსნიან, სარკინიგზო ხაზზე სხვადასხვა ტექნიკური დაზიანებების შესაკეთებლად, სპეციალურ რობოტებს გამოიყენებენ. უპილოტოდ მოძრავი მატარებლები, ორ ქალაქს შორის სამგზავრო რეისების შესრულებას 2019 წლის ბოლოდან დაიწყებს. შეგახსენებთ, რომ 2022 წელს პეკინი ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს. ჩინეთის მთავრობას სურს, ამ დრომდე ქვეყანაში, რამდენიმე ინოვაციური პროექტის განხორციელება მოასწროს და მსოფლიოს მომავლის ქალაქი დაახვედროს. მსგავსი ამბიციური მიზნების შესასრულებლად კი, სულ უფრო ცოტა დრო რჩება.  

 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system