თავში

როდის გამოიღებს ნაყოფს კაკალთან ერთად დანერგილი 13 მილიონ ლარზე მეტი

როდის გამოიღებს ნაყოფს კაკალთან ერთად დანერგილი 13 მილიონ ლარზე მეტი
როდის გამოიღებს ნაყოფს კაკალთან ერთად დანერგილი 13 მილიონ ლარზე მეტი

ქვეყანაში წარმოებული პროდუქცია ადგილობრივი ბაზრის დასაკმაყოფილებლად საკმარისი არ არის, თუმცა ხელშემწყობი პროექტების დახმარებით, რიგ სფეროში შესაძლოა ვითარება შეიცვალოს. მრავალწლოვანი კულტურების ბაღების გაშენებას მხარს უჭერს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რომლის ინფორამციით, ჯუჯა კაკლის ჯიშების მხარდაჭერა 2015 წლიდან დაიწყო და მხოლოდ მხარდაჭერილი პროექტების ფარგლებში, კაკლის ბაღები 2 766  ჰექტარზეა გაშენებული. ადგილობრივი ფერმერების  მხარდაჭერისთვის, მხოლოდ კაკლის ბაღების გასაშენებლად, სამინისტრომ 13 388 000 ლარი დახარჯა. 

"პროგრამა დავიწყეთ 2015 წელს, თუმცა განსაკუთრებული აქტივობა, კონკრეტულად კაკლის სანერგე მეურნეობებზე, გვქონდა 2017 წელს. ზოგადად 3-4 წელია საჭირო, რომ პირველი მოსავალი მიიღოს ფერმერმა, ამიტომაც  ჩვენ გვაქვს მოლოდინი რომ შემდეგი წლიდან ქართული კაკლის წარმოების მაჩვენებელი გაიზრდება." - უთხრა report.ge-ს, პროექტ "დანერგე მომავალის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი ავალიანმა.

 რეგიონის ქვეყნებს შორის, საქართველოში კაკლის ყველაზე აქტიური მოხმარების მაჩვენებელია. ბაღები გაშენებულია, თუმცა ციფრებში ასახვა ჯერ ვერ ჰპოვა, East fruit-ის ცნობით, ქვეყანა ვერ აკმაყოფილებს შიდა ბაზარზე არსებულ მოთხოვნას, რის გამოც, იმპორტის მოცულობა ყოველწლიურად იზრდება.  ბოლო 3 წლის განმავლობაში, ქვეყანაში ნიგოზის იმპორტი, თითქმის 3-ჯერ გაიზრადა და უკვე 5,061 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. საქართველოში იმპორტირებული კაკლის 93% უკრაინაზე მოდის; 4,1% უზბეკეთზე, 1,9% - ყირგიზეთზე, 0, 8 % - ჩინეთიზე და აშ. ერთ წელიწადში, სტატისტიკა გვიჩვენებს შეიცვლება თუ არა სურათი პირველი მოსავლის მიღებით.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system