თავში

როდის განაახლებენ აგრარული ბაზრები მუშაობას

როდის განაახლებენ აგრარული ბაზრები მუშაობას
როდის განაახლებენ აგრარული ბაზრები მუშაობას

ნავთლუღის აგრარული ბაზრის დირექტორი სულიკო ადუაშვილის ამბობს, რომ ბაზრის შესაძლო დაკეტვის თაობაზე ინფორმირებულნი იყვნენ, როგორც ბაზრის ადმინისტრაცია, ისე მოვაჭრეები.

მისივე თქმით, ბაზარი გაიხსნება, როგორც კი მთავრობის გაწერილ რეგულაციებს დააკმაყოფილებს.

„ბაზარი გაიხსენება მას შემდეგ, რაც აღნიშნულ რეგულაციებს განვახორციელებთ. ჩვენ კომუნიკაცია გვაქვს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან არსებული სურსათის ეროვნული სააგენტოს, უსაფრთხოების სამსახურის, ასევე მერიის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებთან, მოდიან, გვარიგებენ, რა უნდა გავაკეთოთ, დადგენილებებს გვაწვდიან და როდესაც კორონავირუსი გავრცელება აღარ იქნება მასშტაბური, გაიხსნება ბაზარი. არიან ადამიანები, ვისაც დიდი რაოდენობით აქვთ საქონელი აღებული, პროდუქტს მოვუვლით ყველანაირად. ბაზრის მოვაჭრეების დიდი ნაწილი გავიდა ზოგი სახლში, ზოგი სუპერმარკეტში, ზოგი სადღაც დაარიგებს და ა.შ. ჩვენი მხრიდან ხელშეწყობა იქნება ის, რომ მალე შევასრულოთ რეგულაციები და გავხსნათ ბაზარი“ , – განაცხადა ნავთლუღის აგრარული ბაზრის დირექტორმა.

დღესვე სოფლის მეურნეობსი მინისტრმა განაცხადა, რომ თითოეული აგრარული ბაზარი ფუნქციონირებას სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ შემუშავებული და დადგენილი სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაში შეძლებს.

"აგრარული ბაზრები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დაავადების გავრცელების მაღალი რისკის შემცველი იყო, აქედან გამომდინარე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ძირითადად აგრარული ბაზრების ფუნქციონირება იქნება შეზღუდული, თუმცა თუ დააკმაყოფილებენ სტანდარტებს ისინი განაახლებენ ფუნქციონირებას. მოთხოვნები, რომელიც აგრარული ბაზრის ადმინისტრაციამ უნდა დააკმაყოფილოს უკავშირდება მოვაჭრე პერსონალის სპეციალური დამცავი საშუალებებით უზრუნველყოფას, ჰიგიენური და სანიტარული პირობების მკაცრ დაცვას, სადეზინფექციო სამუშაობის ყოველდღიურ რეჟიმში ჩატარებას; ეს უკავშირდება ადგილზე სანიტარული საშუალებების არსბებობას; უკავშირდება მათ შორის თითოეული მოვაჭრე პერსონალის მიკვლევადობას - მათ იდენტიფიკაციას და რეგისტრაციას; იმისთვის, რომ მიკვლევადი იყოს მოვაჭრე პერსონალის წარსული საქმიანობა მათი კონტაქტები, ძალიან მნიშვნელოვანია განისაზღვროს სად იმყოფებოდნენ, როგორი იყო მათი მოგზაურობის ისტორია, როგორ კონტაქტში და ვისთან იმყოფებოდნენ ისინი ბოლო 14 დღის განმავლობაში; კონკრეტული დაავადებების მქონე პერსონალი არ დაიშვება ასეთ ბაზრებში; 70 წელს გადაცილებული მოვაჭრეებისთვის, ასევე, არსებობს შეზღუდვები, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ჯანდაცვის რისკებიდან გამომდინარეობს. სტანდარტში გათვალისწინებულია ვაჭრობის წესებიც, მათ შორის დახლებს შორის დისტანციები, მოვაჭრეების დისტანცირება. იმ შემხთვევაში თუ პატარა სივრცეებია, უნდა შედგეს სურსათით ვაჭრობის გეგმა გრაფიკი, რომელიც სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმდება," - განმარტა ლევან დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, თბილისში დღეს სასურსათო ბაზრები დაიხურა. რამდენიმე დღეა აგრობაზრები დახურულია რეგიონებშიც.

ბაზრებისა და ბაზრობების აკრძალვით, შემოსავლის გარეშე დარჩა ბაზრობებზე დასაქმებული 45 ათასზე მეტი ადამიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system