თავში

როდის მოიხსნება უგზოობის პრობლემა მთაში

როდის მოიხსნება უგზოობის პრობლემა მთაში
როდის მოიხსნება უგზოობის პრობლემა მთაში

მთის გზებისთვის წელს 64 მლნ ლარია გამოყოფილი და 9 თვის მონაცემებით 19 პროექტი მიმდინარეობს.
რეაბილიტაცია/მშენებლობის სამუშაოები ჯამში 137.8 კმ გზაზე ხორციელდება, მათ შორისაა საჩხერე-ონის საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოები, სადაც 51 კმ-იანი გზა 7 ლოტად არის დაყოფილი და პროექტის ჯამური საორიენტაციო ღირებულება 108.5 მლნ ლარია. ექსპლუატაციაში მისი შესვლის შემდგომ, თბილისიდან ონის მიმართულებით 6-საათიანი მგზავრობის დრო 1,5 საათით შემცირდება, - ამის შესახებ დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძემ, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, დაწყებულია და 2019-2022 წლებში ეტაპობრივად დასრულდება ბაღდათი-აბასთუმნის გზის სამშენებლო სამუშაოები, რომლის მთლიანი სიგრძე 61,5 კმ-ია. პროექტი 9 ლოტად არის დაყოფილი და საორიენტაციო ღირებულება 323,8 მლნ. ლარია. ზეკარის უღელტეხილზე გათვალისწინებულია 3 კმ-იანი გვირაბის მშენებლობა, რაც გზის 12 თვის განმავლობაში ფუნქციონირებას უზრუნველყოფს. ქარსელაძის განცხადებით, ეს სამუშაოები, ქუთაისის აეროპორტიდან აბასთუმნამდე 4 საათიანი მგზავრობის დრო 1,5 საათით შეამცირებს.
„ასევე, აღსანიშნავია სნო-ჯუთა-როშკა-შატილი-ომალო-ახმეტის საავტომობილო გზის მშენებლობა-რეკონსტრუქციის პროექტი. დღეისათვის სამუშაოები 9 მონაკვეთზე მიმდინარეობს, რომლის ჯამური სიგრძე 65 კმ-ს შეადგენს. 2020-2022 წლებში პროექტი ეტაპობრივად დასრულდება, ხოლო უკვე მომავალ წელს, თბილისიდან შატილის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა გაცილებით უსაფრთხო და კომფორტული გახდება,“- აღნიშნა საკომიტეტო მოსმენაზე ირაკლი ქარსელაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system