თავში

როდის რამდენით და როგორ დაეხმარება მთავრობა მოსახლეობას

როდის რამდენით და როგორ დაეხმარება მთავრობა მოსახლეობას
როდის რამდენით და როგორ დაეხმარება მთავრობა მოსახლეობას

მთავრობის მეთაურმა, პრემიერმა გახარიამ, IMF-ის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტს, რომელშიც ქვეყანაში უმუშევრებისთვის 150-ლარიანი კომპენსაციის გადახდაზე არის საუბარი, “ტექნიკური შეცდომა” უწოდა და თქვა, რომ რეალურად ის სოციალური დახმარება, რასაც მთავრობა კრიზისის დროს უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებს შესთავაზებს, საარსებო მინიმუმზე ნაკლები არ იქნება.

როგორც პრემიერმა განმარტა, დახმარების პროგრამის შექმნა ტექნიკურად საკმაოდ რთულია, რადგანაც მას იმ მონაცემთა ბაზების შეკრება სჭირდება თუ ვინ დაკარგა ამ პერიოდში სამსახური. 

"ყველა ექსტრემალურ ვითარებაში მუშაობს, არამხოლოდ საქართველოს მთავრობა, არამედ თითქმის ყველა მთავრობა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელობაც და მისიაც. მთლად სიმართლე თუ გინდათ, ეს იყო იმ დროს მომზადებული, სანამ ღრმა კრიზისში შევიდოდით, სულ პირველი მონახაზი 1.5 -2  თვის წინ მომზადებული, სადაც ვფიქრობდით, რომ ერთჯერადი რაღაც შეიძლება მომხდარიყო. ეს ციფრი აქტუალური არ ყოფილა და თან ამას ემატებოდა სხვა რაღაცეებიც, იქ იყო სხვა დახმარება და ასე შემდეგ. დღეის მდგომარეობით, ეს “გაიპარა” და ტექნიკური შეცდომა იყო. კიდევ ერთხელ, ხაზგასმით ავღნიშნავ, რეალურად, ქვეყანაში პირდაპირი მიზნობრივი სოციალური დახმარება ადამიანების მიმართ, რომლებმაც დაკარგეს სამსახური რა თქმა უნდა შეუძლებელია რომ იყოს საარსებო მინიმუმზე ნაკლები," - ამბობს პრემიერი და საკუთარი ნათქვამის არგუმენტად მოაქვს ის, რომ  მანამ სანამ მთავრობას არ ექნებოდა შეთანხმებული პარამეტრები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, მანამ სანამ არ ექნებოდა მთავრობას დონორებთან შეთანხმებული მზა დახმარების პორტფელი და კიდევ ბევრი სხვა პარამეტრი, შეუძლებელი იქნებოდა კონკრეტულ პორტფელებზე და დახმარების ციფრებზე საუბარი.

"მინდა გაგახსენოთ, რომ სოციალური დახმარების პაკეტის ნაწილი მთავრობამ უკვე წარადგინა. კომუნალური ხარჯების ნაწილში ჩვენ უკვე ვეხმარებით ძალიან დიდ ნაწილს მოსახლეობისას. ჩვენ ეს გავაკეთეთ იმისთვის, რადგანაც ვიცოდით, რომ მიზნობრივი, წერტილოვანი დახმარების პროგრამის შექმნისთვის ჩვენ დრო დაგვჭირდებოდა. ჩვენ უკვე გვაქვს ამ სოციალური დახმარების ძირითადი მონახაზი, თუმცა რა თქმა უნდა მას სხვა მდგენელებიც ესაჭიროება, ამას სჭირდება დაფიქსირება ვინ დაკარგა სამსახური, ვინ იყო თვითდასაქმებული და კიდევ ბევრი რამ სჭირდება. ან თვითდასაქმებულებს, რომელთა იდენტიფიცირებაც პრობლემა იქნება როგორ ვეხმარებით? - ბევრი საკითხია. გარდა ამისა უნდა გვესმოდეს, რომ სოციალურად დაუცველთა კრიტერიუმებშიც ბევრი რამ იქნება შესაცვლელი, რადგან ადამიანი რომელიც სამსახურს დაკარგავს და ახალს ვერ იპოვის ის გადადის სოციალურად დაუცველების ნაწილში. აქ ბევრი კომპონენტია," - ამბობს გახარია და დასძენს, რომ  ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის კრიზისი, რომელში ყოფნაც ჩვენ მოგვიწევს კიდევ 1-1.5 წელი. 

"ეს არის ვირუსი, რომელსაც ჩვენ უნდა შევეგუოთ და რომელთან ერთადაც ჩვენ ცხოვრება და შრომა მოგვიწევს. ეს არის ის გამოწვევა, რომელიც ყოველთვის უნდა გვახსოვდეს და სოციალური დისტანცია კი მოგვიწევს დავიცვათ ძალიან დიდი ხანი კიდევ. ჩვენ შეიძლება კომპანიებს მივცეთ მუშაობის უფლება და გავხსნათ ეკონომიკა, მაგრამ 65 წელს ზემოთ ადამიანები კი შეიძლება კარანტინში კიდევ ბევრი თვე დარჩნენ. ამას კი ყველაფერს გათვალისწინება სჭირდება,”- განაცხადა გიორგი გახარიამ. 

კითხვაზე, თუ როდის ექნება მთავრობას უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეებისთვის სოციალური დახმარების პროგრამა მზად, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პასუხობს, რომ ამ დროისთვის მთავრობის ათვლის წერილი არის საგანგებო მდგომარეობა და მოქალაქეთა დახმარების პროგრამის წარდგენა მოხდება უახლოეს დღეებში, მაშინ როდესაც მთავრობა პარლამენტში საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების წინადადებით წარსდება. 

“2-3 დღე მოითმინეთ. ჩვენთვის ათვლის წერტილი ფორმალურად არის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება. საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებაზე, როდესაც მივდივართ პარლამენტში ჩვენ ასეთი (სოციალური დახმარებების) გეგმა გვექნება,”- ამბობს გიორგი გახარია.

შეგახსენებთ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის(სსფ) მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობა უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებს ექვსი თვის განმავლობაში ყოველთვიურად 150 ლარს გადაუხდის. ასევე, დაეხმარება იმ კომპანიებს, რომლებმაც თანამშრომლები შეინარჩუნეს.

დღეს მთავრობის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გაგრძელდა.

ცნობისთვის, ხვალიდან, 15 აპრილიდან, 10 დღით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში 10 დღით შესვლა-გამოსვლა იკრძალება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system