თავში

როდის შეძლებს ,,აგარის შაქარი" წარმოების გაგრძელებას

როდის შეძლებს ,,აგარის შაქარი" წარმოების გაგრძელებას
როდის შეძლებს ,,აგარის შაქარი წარმოების გაგრძელებას

ადგილობრივი წარმოების განვითარების ხელშემწყობ ღონისძიებებს მთავრობა ,,აგარის შაქრით" იწყებს.

სულ ახლახან ხდება ცნობილი, რომ ქარხანა წარმოებას გააგრძელებს. 

სიახლე მოულოდნელი აღმოჩნდა ქარხნის დირექტორის ალხან ალიზადესთვის, რომელიც ამბობს, რომ მთავრობის საბოლოო გადაწყვეტილებას დაელოდება და შესაძლებლობის ფარგლებში, საწარმო მუშაობას განაახლებს. 

ამისთვის, როგორც ალიზადე ვარაუდობს, 2 თვეზე ცოტა მეტი დრო დასჭირდებათ.

,,ახლა შთაბეჭდილების ქვეშ ვართ. სიახლე მეც საინფორმაციო საშუალებებისგან გავიგე. დიდი ხანია, ამ დღეს ველოდით. თუკი ხელშეწყობა გვექნება, წარმოებას შუფერხებლად გავაგრძელებთ. თუმცა მოსამზადებელი პერიოდი, მინიმუმ, 2 თვეს გასტანს. წელიწადზე მეტია, რაც ქარხნის კონსერვანცია მოვახდინეთ და ახლა თავიდან დაქოქვა მარტივი არ იქნება. ამისთის ყველა პირობაა შექმნილი. თავის დროზე ბევრი წინააღმდეგობა შეგვხვდა, რასაც ვერ გავუმკლავდით. ფაქტობრივად, იძულებით შევწვიტეთ მუშაობა, რადგან სხვა სხვა გამოსავალი არ დაგვრჩა. 500-მდე თანამშრომელია საწარმოში. როგორც კი მუშაობას განვაახლებთ, შევეცდები ყველა კადრი შევინარჩუნო და მატერიალური პრობლემის წინაშე დარჩენილ ასობითი ადამიანის მდგომარეობა შევცვალოთ. მადლობა საქართველოს მთავრობას ასეთი შესაძლებლობისთვის", - განუცხადა ალიზადემ report.ge-ს. 

შეგახსენებთ, რომ კომპანია „აგარის შაქარმა“ წარმოება 2016 წლის ნოემბერში გააჩერა. მაშინ ალიზადე ქარხნის დახურვის მიზეზად იმპორტირებულ უკრაინულ პროდუქციასთან კონკურენციას და საერთაშორისო ბირჟებზე შაქარზე მაღალ ფასს ასახელებდა. კომპანიამ წარმოება 2017 წლის ივნისიდან განაახლა, თუმცა მომდევნო წელს ანალოგიური მიზეზით წარმოება ისევ გააჩერა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system