თავში

როდის შეძლებს ანაკლიის პორტი პირველი გემის მიღებას

როდის შეძლებს ანაკლიის პორტი პირველი გემის მიღებას
როდის შეძლებს ანაკლიის პორტი პირველი გემის მიღებას

დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ სატენდერო პირობების გამოცხადება დაიწყება და საზოგადოება გამჭვირვალედ იხილავს, თუ როგორ განვითარდება პროექტის ირგვლივ მოვლენები.

ვიცე-პრემიერს ამჟამად თავს იკავებს ვადის დასახელებისგან, თუ როდის შეძლებს პორტი პირველი გემის მიღებას. მისი თქმით, ვადის დასახელება დღეს, როცა ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე ინტერესების გამოხატვაც კი არ არის დაწყებული, არარეალურია.

ცქიტიშვილის ინფორმაციით, ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე ინტერესების გამოხატვა რამდენიმე თვეში გამოცხადდება.

"ჩვენ დღემდე არ გვქონია მოლაპარაკება არანაირ ინვესტორთან, გარდა ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა, პროექტთან დაკავშირებით ჩვენ ვმუშაობდით მხოლოდ კონსორციუმთან. სხვა, ალტერნატიური ინვესტორის მოძიება არ დაგვიწყია. მხოლოდ ხელშეკრულების გაწყვეტის შემდეგ დავიწყებთ ახალი პარტნიორის მოძიების პროცესს. ამას დასჭირდება გარკვეული დრო, უნდა მოხდეს ხელახალი მომზადება საინვესტიციო პაკეტის, ალბათ რამდენიმე თვეზე იქნება საუბარი და ამის შემდეგ გამოვაცხადებთ ინტერესთა გამოხატვას. რაც შეეხება პარტნიორს, ჩვენთვის ყოველთვის პრიორიტეტული იყო დასავლური და ამერიკელი ინვესტორის ყოლა. ჩვენთვის პირველ რიგში, სასურველი იქნებოდა ამერიკელი, ან დასავლელი ინვესტორი ამ პროექტში. ჩვენთვის ვერ იქნება მიღებული ისეთი ინვესტორი, რომელიც შეუთავსებელი იქნება ჩვენს სტრატეგიულ ინტერესებთან, რადგან პორტს აქვს არა მხოლოდ სტრატეგიული, არამედ უსაფრთხოების დანიშნულება", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system