თავში

როდის შეძლებს ტურისტების მიღებას გომარდული ოთხივე სეზონზე - PHOTO

როდის შეძლებს ტურისტების მიღებას გომარდული ოთხივე სეზონზე - PHOTO
როდის შეძლებს ტურისტების მიღებას გომარდული ოთხივე სეზონზე - PHOTO

სპორტული ტურიზმის განვითარების მიზნით, აჭარაში გომარდულის განაშენიანების გეგმა და არქიტექტურული დიზაინი მომზადდა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტი, გომარდულის, როგორც რეგიონში ოთხივე სეზონზე სპორტული ტურიზმის კუთხით მნიშვნელოვანი ცენტრის განვითარებას ითვალისწინებს.

გეგმა და არქიტექტურული დიზაინი აჭარაში სპორტული ტურიზმის პოტენციალის კვლევისა და სპორტული ტურიზმის განვითარების სტრატეგიის ფარგლებში მომზადდა.

დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული მასშტაბური კვლევის შედეგად, რომელიც მსოფლიოში წამყვანმა საკონსულტაციო კომპანია „პროპროჯექტმა“ (PROPROJEKT) მოამზადა, რეგიონში სპორტული ტურიზმის განვითარებისთვის საუკეთესო ადგილებად გომარდულთან ერთად, ქობულეთი და ბათუმი შეირჩა.

აჭარაში სპორტული ტურიზმის განვითარების პროექტი, შერჩეულ ტერიტორიებზე, პროფესიული და ელიტური საწვრთნელი ცენტრების, რეკრეაციული სპორტული კურორტების მოწყობას ითვალისწინებს, სადაც სხვადასხვა საერთაშორისო სპორტული ღონისძიების ჩატარება იქნება შესაძლებელი.



ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system