თავში

როდისაა გამართლებული მთავრობისგან საშინაო თუ საგარეო ვალის აღება

როდისაა გამართლებული მთავრობისგან საშინაო თუ საგარეო ვალის აღება
როდისაა გამართლებული მთავრობისგან საშინაო თუ საგარეო ვალის აღება

არასამთავრობო ორგანიზაციამ „საზოგადოება და ბანკებმა“ სახელმწიფო ვალის დინამიკა მიმოიხილა. 

კვლევიდან ირკვევა, რომ 2020 წლის ბოლოსთვის საქართველოს სახელმწიფო ვალი დაახლოებით 28 მილიარდი ლარი იქნება. აქედან საგარეო ვალი დაახლოებით 22 მილიარდი, ხოლო საშინაო 6 მილიარდამდეა. საქართველოს მთავრობის ვალის წილი მთლიან შიდა პროდუქტთან 2002 წლის შემდეგ პირველად მიუახლოვდა 60%-იან ზღვარს (რომელსაც „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი აწესებს).

ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციით სახელმწიფო ვალი მშპ-ს 40-50%-ს არ უნდა აღემატებოდეს. ამით ქვეყანა მომავალში გადახდისუნარიანობის პრობლემებს აირიდებს. 

"ამავე დროს ლარის გაუფასურება ზრდის ვალის შეფარდებას მთლიან შიდა პროდუქტთან, შესაბამისად, ზრდის  ვალის მოცულობას ლარში. ეროვნული ვალუტის შემდგომი გაუფასურება გამოიწვევს 60%-იანი ზღვრის გადალახვას, რაც უარყოფითად აისახება ქვეყნის საკრედიტო რეიტინგებზე. ასევე შეზღუდავს მთავრობას მომავალში ახალი ვალის აღებისგან. ზოგადად მნიშვნელოვანია, რაში ხარჯავს მთავრობა აღებულ საგარეო თუ საშინაო ვალს. გამართლებულია, თუ ის იხარჯება ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ან გრძელვადიანი ეფექტის მომცემ რეფორმებში. ვალით სოციალური ხარჯების ზრდა მიზანშეწონილი არ არის. თუმცა მთავრობები ხშირ შემთხვევაში გადაწყვეტილებებს ეკონომიკური ციკლის ნაცვლად პოლიტიკური და საარჩევნო ციკლის მიხედვით იღებენ," - განმარტავენ "საზოგადოება და ბანკებში."

ორგანიზაციის ექსპერტები ასევე განმარტავენ, რა რისკი ახლავს თან ქვეყნის საგარეო ვალის ზრდას.

ორგანიზაციას აქვს რეკომენდაციებიც, თუ როგორ უნდა განკარგოს მთავრობამ საგარეო და საშინაო ვალები.

შეგახსენებთ, ფინანსთა სამინისტროს გამოქვეყნებული მონაცემებით, წელს საგარეო ვალის მოცულობა გაზრდილია როგორც წლირ ჭრილში, ასევე ივლისთან შედარებითაც.

2020 წლის 31 აგვისტოსთვის საქართველოს საგარეო ვალი $6.758 მლრდ-ს აღემატება, ეს $1,371 მლრდ-ით მეტია, ვიდრე 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში. საგარეო ვალის მოცულობა გაზრდილია ივლისთან შედარებითაც, $164 მლნ-ით.

ქვეყანას მთლიანობაში საერთაშორისო ინსტიტუტების, ორმხრივი კრედიტორი სახელმწიფოები და სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გაყიდვიდან მიღებული ვალებულებები გააჩნია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system