თავში

როდისთვის ვარაუდობენ ტურიზმის აღდგენას საქართველოში

როდისთვის ვარაუდობენ ტურიზმის აღდგენას საქართველოში
როდისთვის ვარაუდობენ ტურიზმის აღდგენას საქართველოში

PMC კვლევითმა ცენტრმა გამოიკვლია COVID-19-ის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე.

კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ტურისტების პანდემიამდელი რაოდენობა საქართველოში  2023 წლისთვის აღდგება.

ორგანიზაციის მიერ გამოკითხული ექსპერტების უმრავლესობა, 53.3%,  მიიჩნევს, რომ ტურიზმი პანდემიამდელ მდგომარეობას დაუბრუნდება 2023 წელს, 26.7%-ის აზრით კი, 2024 წელს.

კვლევაში რესპონდენტებს სთხოვეს გაეკეთებინათ პროგნოზი, თუ რამდენად აღდგება ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 2021 წელს, 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით. აღმოჩნდა, რომ გამოკითხული ექსპერტების 60% ელოდება 2021 წელს მიღებული შემოსავალი 2019 წლის მაჩვნებლის 21-40%-ი იქნება.

არც ერთი რესპონდენტის მოლოდინი არ არის, რომ 2021 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 60%-ზე მეტით აღდგება.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ 2019 წელს  რეკორდული რაოდენობის, 9,3 მლნ, საერთაშორისო მოგზაური და ტურიზმიდან 3 მლრდ ლარის შემოსავალი მიიღო, საერთაშორისო ვიზიტორთა ვიზიტების რაოდენობამ კი 7,7 მლნ შეადგინა.

პანდემიურმა კრიზისმა ყველაზე მეტად ტურისტული ინდუსტრია დააზარალა.

2020 წელს ტურიზმიდან შემოსავლების სახით საქართველომ დაახლოებით 3 მილიარდი დოლარი ვერ მიიღო, რაც საქართველოსთვის, როგორც პატარა ეკონომიკისთვის, ძალიან დიდი დარტყმაა.

ტურიზმი ეროვნული შემოსავლის უმსხვილესი წყარია, ამიტომაც სწორედ მის აღდგენაზეა დიდწილად დამოკიდებული ქვეყნის ეკონომიკური ზრდა. თუ ტურიზმი საერთოდ ვერ არდგა, ეკონომიკა მხოლოდ 1%-ის ფარგლებში გაიზრდება.

სპეციალისტების განმარტებით, ჩაკეტილი საზღვრების გამო ეკონომიკამ დაკარგა 9-მილიონიანი ტურისტუული ბაზარი, საქართველოში ჩამოსული საერთაშორისო ვიზიტორებისა და ტურისტების სახით. ეკონომისტების მტკიცებით, ტურიზმის სექტორის კომბინირებული წილი, ქვეყნის მშპ-ში მომიჯნავე მომსახურებისა თუ სატუმრო-სარესტორნო ბიზნესის (ჰორეკა სექტორის) ჩათვლით, დაახლოებით 25%-ს უტოლდება. ამიტომაც ტურიზმის კლება ეკონომიკის თითქმის ყველა სხვა სექტორს ნეგატიურად შეეხება.

ტურიზმის ზარალი ჯაჭვურად გადაეცა და შეამცირა მისი მომიჯნავე დარგები, კერძოდ, "ჰორეკა" სექტორი. მხოლოდ მასპინძლობის სფეროში საქართველოში ოპერირებს 1 100-მდე საშუალო ზომისა და 1 500-მდე საოჯახო ტიპის და ე.წ. გესტჰაუსები. თუ შარშან განთავსებისა და კვების მიწოდების ობიექტებში ჯამურად 48 634 მოქალაქე იყო დასაქმებული, ბოლო მონაცემებით, მაჩვენებელი 31 039-მდე შემცირდა. 2020 წლის მესამე კვარტალში სასტუმრო/რესტორანი სინდუსტრიის კლება 31.7%-ია, ხოლო სექტორში დასაქმებული იყო 48 800 მოქალაქე; პანდემიის შედეგად, განთავსებისა და კვების ინდუსტრიაში უმუშევრად დარჩა 17 500 მოქალაქე, ხოლო დარჩენილ ნაწილს შემოსავალი მნიშვნელოვნად შეუმცირდა. ეს არის ის, რაც დაკვირვებადი ეკონომიკის ნაწილში ჩანს. რადგან საქართველოში ჩრდილოვანი ეკონომიკა ჯერ კიდევ მაღალია, დიდი ალბათობით, ვითარება კიდევ უფრო რთულია და შემოსავალი გაცილებით მეტ ადამიანს შეუმცირდა ან საერთოდ შეუწყდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system