თავში

როგორ აფასებენ ევროსანქციების გახანგრძლივებას რუსეთში

როგორ აფასებენ ევროსანქციების გახანგრძლივებას რუსეთში
როგორ აფასებენ ევროსანქციების გახანგრძლივებას რუსეთში

TASS - ის ინფორმაციით, რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა იულია ზახაროვამ საერთაშორისო ფორუმზე ბრიუსელში ხაზი გაუსვა ევროპულ-რუსული სავაჭრო ურთიერთობების დალაგების აუცილებლობას. მისი განმარტებით, ეს ზიანს აყენებს ორივე მხარეს. მისი თქმით, ევროპის ქვეყნები ყოველთვიურად 3,2 მილიარდ დოლარს კარგავენ ანტირუსული სანქციების გამო. ზახაროვა იმას აღნიშნავს, რომ რუსეთისთვის სანქციების შედეგები არანაკლებ მძიმეა, რადგან სანქციები აფერხებს ეკონომიკურ ზრდას.

"ევროკავშირის სანქციები დანამგრეველია, მაგრამ პირველ რიგში ის დამანგრეველია თავად ევროკავშირისთვის”, - განაცხადა ზახაროვმა ფორულზე გამოსვლისას.

ზახაროვი შეეხო ბრექსიტის საკითხსაც და აღნიშნა, რომ ევროკავშირმა უნდა გადალახოს მრავალი შიდა სირთულე, მათ სორის ბრექსიტი, რომელიც მას აქილევსის ქუსლივით აქვს.

დიპლომატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვი ევროკავშირის სანქციებს არალეგიტიმურად მიიჩნევს, მაგრამ არ აპირებს ჩარევას ევროკავსირის შიდაპოლიტიკაში.

"მათ თავად უნდა უპასუხონ კითხვას, თუ რატომ სჭირდებათ ეს სანქციები და რამდენ ხანს გაგრძელდება,” - თქვა რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.

ცნობისთვის, ევროკავშირის ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლებმი შეთანხმდნენ, რომ გაახანგრძლოვონ სანქციები, რომელიც ვრცელდება რუსეთის იმ მოქალაქეებსა და იმ კომპანიებზე, რომლებიც მონაწილეობენ "უკრაინის სუვერენიტეტის შელახვაში". უფრო კოპკრეტულად, ევროკავშირი კრძალავს ყირიმსა და სევასტოპოლში წარმოებული პროდუქტის იმპორტს. ამავე სანქციების თანახმად, ევროპულ კომპანიებს ეკრძალება ინვესტიოციების განხორცუიელება ყირიმსა და სევასტოპოლში.

გააგრძელებს თუ არა ევროკავშირი რუსეთის "დასჯას", რა ვადაზე გაწერს სანქციებს, ამაზე ევროპარლამენტი სემდეგ კვირას იმსჯელებს.

.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system