თავში

როგორ აფასებენ თურნავას პარლამენტში გამოსვლას ექსპერტულ წრეებში

როგორ აფასებენ თურნავას პარლამენტში გამოსვლას ექსპერტულ წრეებში
როგორ აფასებენ თურნავას  პარლამენტში გამოსვლას ექსპერტულ წრეებში

"ეკონომიკის მინისტრმა მთლიან ოპოზიციურ გაერთიანებას კლასით აჯობა," - ასე აფასებს თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელი, ვახტანგ ჭარაია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას პარლამენტში გამოსვლას.

„ფეხბურთში სუსტი გუნდი ძლიერს რომ ხვდება და პირწმინდად აგებს, ამბობ კლასით აჯობაო! არადა თამაშამდე შეიძლება თავს იიმედებდი, რომ იქნება და რა იცი, იქნება და მოვუგოთ, ბურთი მრგვალია, ყველაფერია შესაძლებელი და ა.შ. აი ასე, ზუსტად რომ კლასით აჯობა დღეს ეკონომიკის მინისტრმა მთლიან ოპოზიციურ გაერთიანებას, რომელსაც წინასაარჩევნოდ ტემპერატურის აწევის ნაცვლად, წნევამ თუ აუწია. ამჯერად რიცხვების მოშველიების სურვილიც არ მაქვს და წარმატებებს ვუსურვებ ქართულ ეკონომიკას“, - განაცხადა ექსპერტმა.

ექსპერტ ნიკოლოზ მჭედლისვილისთვის ეკონომიკის მინისტრის პარლამენტში დღევანდელი გამოსვლიდან ნათელია, რომ მთავრობას ხელი უდევს ქვეყნის განვითარების პულსზე, ხდება პანდემიის ეფექტური მართვა მიეხედავად იმისა, რომ გვაქვს შემთხვევების გაზრდილი რიცხვი. 

ექსპერტის განცხადებით, მსოფლიო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ კრიზისის პირობებში ქვეყნების ეკონომიკის ვარდნა პირდაპირ ბმაშია ვირუსთან ბრძოლის ეფექტურობასთან. 

„მაშინ, როცა ევროპული ქვეყნების ეკონომიკების ვარდნა დაახლოებით 10 პროცენტი იქნება, ჩვენთან ეს ვარდნა ორჯერ ნაკლებს - წლის ბოლოსათვის მხოლოდ 5 პროცენტს შეადგენს. ამ პროგნოზს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიც ადასტურებენ. თურნავა არგუმენტირებულად პასუხობს ოპოზიციის კითხვებს, მათ შორის გადასახადების შემცირებაზე და იმ შესაძლო ეფექტზე, რამდენი შეძლება დაკარგოს ბიუჯეტმა ზოგიერთი გადასახადის გაუქმებით ან შემცირებით,“ - აღნიშნა ნიკოლოზ მჭედლიშვილმა.

თსუ ანალიზისა და პროგნოზების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ოთარ ანგურიძე კი აღნიშნავს, რომ ეკონომიკის არმცოდნე ოპოზიცია დიდი სითამამით იწვევს ეკონომიკის მინისტრს პარლამენტში, თუმცა ავიწყდება, რომ ამჟამინდელი ეკონომიკის მინისტრი არა მხოლოდ მთავრობის წევრია, ის უზარმაზარი გამოცდილების პროფესიონალი ეკონომისტია და ეს სხვაობა მთავრობის წევრსა და ოპოზიციას შორის პარლამენტის ტრიბუნასთანაც აშკარად ჩანს

ოთარ ანგურიძის განცხადებით, ოპოზიციის ძირითადი კრიტიკა პანდემიის მართვას უკავშირდება და ამ დროს მთელი მსოფლიო აღიარებს საქართველოს წარმატებას, როგორც ჯანდაცვის პროცესების მართვის, ასევე დროული ეკონომიკური შეზღუდვების დაწესებისა და ამ შეზღუდვების მოხსნის კუთხით.

„გადასახების დაწევის თემით დომინირებს „ეკონომიკის მცოდნე“ ოპოზიცია, როდესაც მსოფლიო ბანკის კვლევებით საქართველო საგადასახადო წნეხის მიხედვით მსოფლიოში მესამე ადგილზე იმყოფება და გამოდის, რომ თუ ეს წნეხი არ არსებობს, მაშინ რითი უნდა მოხდეს ბიუჯეტის შემოსავლების შემცირება? თუმცა საიდან უნდა იცოდეს იმ ოპოზიციამ, რომელთა საარჩევნო პროგრამებიც სავსეა დაპირებებით, მათ შორის გადასახადების შემცირებითაც, თუმცა საიდან აპირებენ ბიუჯეტის შევსებას, ამას არსად არ ახსენებენ - ალბათ იმ ნაცადი მეთოდებით, რომელი მეთოდებითაც ციხის ნოტარიუსებით ხდებოდა ქონებების ნებაყოფლობითი გადაცემები სახელმწიფოზე“, - აღნიშნავს ექსპერტი.

შეგახსენებთ, პარლამენტში პლენარული სხდომა მიმდინარეობს, სადაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ნათია თურნავას ინტერპელაციის წესით უსმენენ. მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით "ევროპულმა საქართველომ" დაიბარა. სხდომაზე მთლიანობაში რეგისტრაცია 93- მა დეპუტატმა გაიარა, რაც იმას ნიშნავს, რომ სხდომას ამდენივე დეპუტატი ესწრება. რეგლამენტის თანახმად, ინტერპელაციის წესი დებატებსაც მოიცავს, შესაბამისად, კითხვა პასუხისა და დაზუსტების შემდეგ დებატებიც გაიმართება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system