თავში

როგორ აფასებს ოპოზიცია ”დარიალიჰესის” აქციების 30%-იან გასხვისებას იაპონელებზე

როგორ აფასებს ოპოზიცია ”დარიალიჰესის” აქციების 30%-იან გასხვისებას
როგორ აფასებს ოპოზიცია ”დარიალიჰესის” აქციების 30%-იან გასხვისებას იაპონელებზე

”დარიალიჰესის” აქციების 30 პროცენტი იაპონურმა კომპანიამ შეიძინა, რაც მთავრობის მორიგი ბაქი-ბუქის საბაბი გახდა. მსოფლიო კორონავირუსის გამო გაჩერებულია და ხედავთ, ჩვენთან მოდიანო. ეს მეორე გულუბრყვილო თეორიის ნაწილია. თურმე ჩინეთიდან დასავლური ბიზნესები რომ გამოვა პანტა-პუნტით და სხვებს რომ უნდა დავასწროთ მათ დაბინავებაში," - ასე ეხმაურება დეპუტატი, პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე საქართველოში უმსხვილესი იაპონური ინვესტიცის შემოსავლას ენერგეტიკაში და მთავრობის განაცხადს იმაზე, რომ გლობალური კომპანიები ჩინეთიდან საქართველოში ბიზნესის გადმოტანით ბევრ უპირატესობას შეიძენენ.

ნათია თურნავამ 1 მაისს განაცხადა, რომ იაპონური, გერმანული და კორეული კომპანიები ბიზნესს საქართველოში გადმოიტანენ.

რომან გოცირიძე აღიარებს მსოფლიოში ეკონომიკური პრობლემების არსებობას, თუმცა ამბობს, რომ იქ არსებული ფული არსად გამქრალა, პირიქით, ეძებს საინტერესო შეთავაზებებს. 

გოცირიძის თქმით მთავრობა იტყუება და სულაც არ არის დაინტერესებული მოიზიდოს უცხოური ინვესტიციები.

"საქართველოს-ორი უახლოესი ტექნოლოგიით აშენებული თბოელექტროსადგური აქვს გარდაბანში. მათი საბაზრო ღირებულება დაახლოებით ნახევარი მილიარდი დოლარი, ანუ 1,5 მილიარდი ლარია. მას ხელისუფლების მაღალჩინოსნები აზიან და საოჯახო ბიზნესივით მართავენ. ამიტომ უთხრეს უარი ერთ-ერთ ებრაულ კომპანიას ამ რამდენიმე წლის წინ აშენებული პირველი თბოსადგურის შეძენაზე, რომელშიც 270 მილიონ დოლარს იხდიდნენ. სწორედ დღესაა საჭირო პრივატიზაციის პროცესის დაჩქარება, თორემ კერძო კომპანია ”დარიალის” აქციების მეორე კერძო კომპანიის ხელში გადასვლაში ( ერთი წელი მიდიოდა მოლაპარაკება) მთავრობის დამსახურება რომ არაფერია, ამას ყველა ხვდება.  ისე, ეს დარიალი, რომელიც საქართველოში სიდიდით მეოთხე ჰესია, ”იმ მთავრობის” დროს იყო წამოწყებული," - წერს გოცირიძე სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system