თავში

როგორ აღმოჩნდა "სოკარი" იაფი აგროდიზელის სამთავრობო პროგრამაში

როგორ აღმოჩნდა "სოკარი" იაფი აგროდიზელის სამთავრობო პროგრამაში
როგორ აღმოჩნდა სოკარი იაფი აგროდიზელის სამთავრობო პროგრამაში

"იაფი აგროდიზელის პროგრამაში ბიუჯეტის ფული არ იხარჯება," - -ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. 

მინისტრი განმარტავს, როგორ აღმოჩნდა ამ პროგრამაში "სოკარი".

"ჩვენ ჩავატარეთ ღია კონკურსი და ამ შემთხვევაში „სოკარმა“ ყველაზე კარგი პირობები დადო, თუმცა იცით, რომ საწვავის ფასი თვიტან თვემდე იცვლება და ჩვენს შეთანხებაში ეს აღნიშნულია. ასე რომ, ფასი წლის განმალობაში ვერ იქნება ერთი და იგივე, მაგრამ ერთი რამ მკაფიოდ შეიძლება ითქვას: ყოველთვის იაფი იქნება არსებულ ფასთან შედარებით,“- განაცხადა ლევან დავითაშვილმა და განმარტა, რომ როცა ეს პროგრამა დაიწყო, "სოკარის" ბენზინგასამართ სადგურებზე დიზელის ფასი 2,05 ლარი იყო, ხოლო ამ პროგრამის ფარგლებში ფერმერისთვის საბითუმო ფასი იყო 1,07 ლარი. მინისტრი ხაზს უსვამს, რომ ეს არის სპეციალური პირობები მომწოდებლებისთვის და ამისთვის ბიუჯეტის ფული არ იხარჯება.

„რამდენიმე ათასმა ფერმერმა უკვე მიიღო ეს აგრო დიზელის ბარათი და რას გულისხმობდა ეს? ეს გულისხმობდა იმას, რომ დღეს ჩვეულებრივ, არსებულ ფასთან შედარებით ფერმერი მიიღებს შეღავათიან ფასად თავისი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის 150 ლიტრამდე დიზელს 1 ჰექტარზე. მსხვილი ფერემერებიც კი მონაწილოებდნენ ამ შემთხვევაში და 100 ჰექტრიანი ფერმერი მიიღებს 15 ტონამდე საწვავს შეღავათიან ფასად,“- განაცხადა მინისტრმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system