თავში

როგორ აგრარულ პოლიტიკას ირჩევს საქართველო

როგორ აგრარულ პოლიტიკას ირჩევს საქართველო
როგორ აგრარულ პოლიტიკას ირჩევს საქართველო

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა 2021 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა, რომლის მიხედვით, ქვეყნის აგროპოლიტიკის ძირითადი ხაზი იქნება ფერმერები, ფერმერული მეურნეობები, მათი საჭიროებები, რომელთან დაკავშირებითაც უახლოეს მომავალში დაიწყება კანონზე მუშაობა. 

აგრარულ საკითხთა კომიტეტში აღიარებენ, რომ კოოპერატივების შესახებ კანონმა ვერ იმუშავა და ამ მიმართულებით მუშაობა ინტენსიურად გაგრძელდება.კომიტეტმა ამ თემაზე მოკვლევაც დაიწყო, რის შედეგადაც განსაზღვრავს თუ რა პრობლემებია კოოპერატივების წინაშე, რისი შეცვლა შეიძლება და სხვა. „სამინისტროსაც თავისი შემოთავაზებები აქვს ამ მიმართულებით და ჩვენ, ერთობლივად, მნიშვნელოვან ცვლილებას განვახორციელებთ სექტორის განვითარებისთვის.

სამოქმედო გეგმით განსაზღვრულია კომიტეტში სამუშაო ჯგუფების ამოქმედება სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ჩაის, აგრო რეგიონის განვითარების მიმართულებით.

დაგეგმილია აგრორეგიონის განვითარებასთან დაკავშირებით პოლიტიკური დოკუმენტის - კონცეფციის შექმნა, დარგობრივი და პოლიტიკური ეკონომიკის და თვითმმართველობისა და რეგიონული პოლიტიკის კომიტეტებთან ერთობლივად. კომიტეტი აქტუალურ საკითხებზე თემატური მოკვლევების ჩატარებასაც გეგმავს.

შეგახსენებთ, 2024 წელს როდესაც ქვეყანამ განაცხადი უნდა გააკეთოს ევროკავშირის წევრობაზე, ამ მიმართულებით სოფლის მეურნეობაში მუშაობა უკვე დაწყებულია და ქვეყანას ხელშესახები შედეგებიც აქვს. სწორედ ევროპასთან დაახლოების ფარგლებში, ორი წლის წინათ, განახორციელეს ფუნდამენტური რეფორმა, რომლის შედეგია რამდენიმე სამსახურის საფუძველზე სოფლის განვითარების სააგენტოს შექმნა.

ევროკომისიამ და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების 2020 წლის ანგარიში გამოაქვეყნა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პანდემიის მიუხედავად, ქვეყანაში არ შეფერხებულა ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პროცესი, მათ შორისაა, გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილების და სოფლის მეურნეობის კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, ანგარიში დადებითადაა შეფასებული ევროკავშირის ნორმებსა და სტანდარტებთან დაახლოების დინამიკა და ხაზგასმულია, რომ ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა კანონმდებლობის სრულყოფის მიმართულებით. შედეგად, მიღებულია ტყის ახალი კოდექსი, რომელიც ტყის მდგრადი მართვის სისტემას აყალიბებს; საქართველოს პარლამენტში წარდგენილია საქართველოს კანონი, „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“; მიღებულია საქართველოს კანონი ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შესახებ“, რომელის საფუძველზეც ქვეყანა ჰაერის ხარისხის მართვის ევროპულ სტანდარტებზე გადავა; როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ევროკომისია და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი მიესალმებიან საქართველოში მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების კონცეფციის განხორციელებას და ვალდებულებების ეტაპობრივ დანერგვის დაწყების პროცესს, ასევე, ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის დოკუმენტის განახლებას; გრძელვადიანი დაბალი ემისიების განვითარების სტრატეგიის შემუშავებას და კლიმატის საბჭოს შექმნას, რომელმაც ინსტიტუციურად გააძლიერა კლიმატის საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესი; „აკვაკულტურის შესახებ“ კანონის მიღებას, რომელიც განსაზღვრავს აკვაკულტურის ზონებს სანაპირო წყლებში და შიდა წყლებში, ადგენს პირობებს ნებართვების გაცემის შესახებ. ანგარიშში დადებითადაა შეფასებული თევზჭერის სფეროში საკანონმდებლო და აღსრულების ნაწილში მიღებული პროგრესი, ასევე აღნიშნულია, რომ საქართველო გეგმის მიხედვით ასრულებს ვალდებულებებს სანიტარიული და ფიტოსანიტარული (SPS) მიმართულებით.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ, 2020 წელს, ევროკავშირმა გახსნა შიდა ბაზარი საქართველოში წარმოებული ცხოველური წარმოშობის შინაური ბინადარი ცხოველის საკვებისთვის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system