თავში

როგორ აისახება ქვეყნის რეიტინგი ინვესტიციებსა და მოზიდული კაპიტალის ფასზე

როგორ აისახება ქვეყნის რეიტინგი ინვესტიციებსა და
როგორ აისახება ქვეყნის რეიტინგი ინვესტიციებსა და მოზიდული კაპიტალის ფასზე

„Fitch-ის რეიტინგის უცვლელად „BB“ დონეზე დატოვება, ნიშნავს, რომ სარეიტინგო კომპანია ვერ ხედავს გაზრდილ რისკებს ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების გატარების უწყვეტობის მიმართულებით,“ - ასე ფიქრობს ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე.

Fitch-ის ანგარიშში ექსპერტი ყურადღბას ამახვილებს იმაზე, რომ კომპანიის შეფასებით, საპარლამენტო არჩევნებში, ქართული ოცნების ხელახალი არჩევა აძლიერებს სარეიტინგო კომპანიის განწყობებს ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკისა და მაკროეკონომიკური გარემოს მიმართ. ექსპერტი ამბობს, რომ ესაა თავისებური ბარომეტრიც არჩევნების თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ჩატარებაზე ექსპერტის განცხადებით, სარეიტინგო კომპანიის შეხედულება სრულ თანხვედრაშია წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციების, ევროპარლამენტარების და ევროსაბჭოს მონიტორინგის ჯგუფის შეფასებებთან და კიდევ ერთხელ აჩვენებს ნაცოპოზიციის ბოიკოტის სრულ აბსურდულობას, არჩევნების "ტოტალურად გაყალბების" თაობაზე, მით უმეტეს ვადამდელი არჩევნების მოთხოვნას.

„ნიშანდობლივია, რომ სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, საქართველოს სუვერენული რეიტინგი მხარდაჭერილია 'BB' კატეგორიის ქვეყნების მედიანურ მაჩვენებელთან შედარებით უფრო მაღალი მართველობის ხარისხით და ბიზნეს გარემოთი, რაც ეკონომიკის პროგნოზშიც აისახა. საქართველოში ბიზნესგარემო “BB” კატეგორიის ქვეყნების მაჩვენებელთან შედარებითაც უკეთესია, რაზეც მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგიც მეტყველებს, რომლის მიხედვითაც, საქართველო 190 ქვეყანას შორის მე-5 ადგილზე იმყოფება. სარეიტინგო კომპანიის პროგნოზით საქართველოს ეკონომიკა 2021 წელს 4.3 პროცენტით, ხოლო 2022 წელს 5.8 პროცენტით გაიზრდება, რაც არა თუ რეგიონში ერთ -ერთი მაღალი მაჩვენებელია, არამედ საქართველოს ეკონომიკის გაჯანსაღების ტემპი 'BB' კატეგორიის ქვეყნების მედიანურ მაჩვენებელთან შედარებითაც მაღალი იქნება,“ - ამბობს ექსპერტი და დასძენს, რომ ქვეყნის სუვენერული საკრედიტო რეიტინგი, განსაზღვრავს იმ რისკ- პრემიას, რომლითაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და ინვესტორები ადგილობრივ ეკონომიკას აფასებენ. შესაბამისად, რეიტინგის პოზიტიურად შეფასება პოსტპანდემიურ პერიოდში მხოლოდ დადებითად აისახება ინვესტიციების შემოდინებაზე და უცხოეთიდან მოზიდული კაპიტალის ფასზე, რასაც ეკონომიკის აღდგენის, განსაკუთრებით სამუშაო ადგილების შენარჩუნების და გაზრდის თვალსაზრისით ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system