თავში

როგორ აისახება ნავთობის ფასი და პანდემია აზერბაიჯანის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე

როგორ აისახება ნავთობის ფასი და პანდემია აზერბაიჯანის
როგორ აისახება ნავთობის ფასი და პანდემია აზერბაიჯანის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე

2020 წლის ბიუჯეტის პროექტს თან ერთვის ფინანსთა სამინისტროს მიერ შემუშავებული საქართველოს ეკონომიკის განვითარების განახლებული მაკროეკონომიკური 3 სცენარი: ეკონომიკის განვითარების საბაზო, პესიმისტური და ოპტიმისტური ალტერნატივები.

საბაზო სცენარის მიხედვით, სასაზღვრო შეზღუდვების გამო, წელს ტურიზმის შემოსავალი, წინა წელთან შედარებით, განახევრდება.

ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, პანდემიასთან დაკავშირებული მოვლენები მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს ეკონომიკურ მდგომარეობაზე რეგიონში და საქართველოს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში, რაც პარალელრუად გავლენას იქონიებს საქართველოს ეკონომიკაზე სავაჭრო არხის მეშვებით. 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შეფასებით, ნავთობის ფასის შემცირება და კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული საგანგებო მდგომარეობა ასევე აისახება აზერბაიჯანის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე. სსფ-ს შეფასებით, 2020 წელს აზერბაიჯანში ეკონომიკური ზრდა -2.2 პროცენტი იქნება, ხოლო 2021 წელს კი 0.7 პროცენტი. 

" აზერბაიჯანის წლიური ინფლაცია 2020 წელს გაუტოლდება 3.3 პროცენტსს, ხოლო 2021 წელს - 3.2 პროცენტს. 2019 წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად შემცირდება ნაერთი ბიუჯეტის შეფარდება მშპ-თან, 8.4 პროცენტიდან -12,7 პროცენტამდე 2020 წელს, და გაუტოლდება -9.7 პროცენტს 2021 წელს. ასევე მნიშვნელოვანი შემცირებაა მოსალოდნელი მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მშპ-თან შეფარდებაში, რომლის მნიშვნელობა 2019 წელს შეადგენდა 9.2 პროცენტს, ხოლო სსფ-ის შეფასებით 2020 წელს გაუტოლდება -8.2 პროცენტს, და 2021 წელს მიაღწევს -3.7 პროცენტს. პანდემიის ფონზე, შემცირებული ინვესტიციებისა და ექსპორტის გამო, სომხეთის ეკონომიკური ზრდა 2020 წელს განისაზღვრა -1.5 პროცენტის დონეზე, ხოლო 2021 წელს მოსალოდნელია 4.8 პროცენტიანი ზრდა. სსფ-ის შეფასებით, წლიური ინფლაცია 2020 წელს გაუტოლდება 0.8 პროცენტს, ხოლო 2021 წელს - 2 პროცენტს. ბოლო პერიოდში შემცირებული ექსპორტისა და გაზრდილი იმპორტის ფონზე, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შეფარდება მშპ-თან სსფ-ს აპრილის პროგნოზის მიხედვით შეადგენს -8.6 პროცენტს, ხოლო 2021 წელს მოსალოდნელია -7.2 პროცენტი," - აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს მიერ წარდგენილ საქართველოს ეკონომიკის განვითარების განახლებულ მაკროეკონომიკურ სცენარებში, რომლებიც 2020 წლის ბიუჯეტის პროექტს ერთვის თან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system