თავში

როგორ აისახება საქართველოზე საწვავის რეკორდული გაიაფება

როგორ აისახება საქართველოზე საწვავის რეკორდული გაიაფება
როგორ აისახება საქართველოზე საწვავის რეკორდული გაიაფება

გლობალურ ბაზრებზე ნავთობპროდუქტების ისტორიული გაუფასურებაა. ეპიდემიის გამო მთელი მსოფლიოს ეკონომიკა განსაცდელშია და ამ სიტუაციაში რაიმე ბენეფიტზე საუბარი წარმოუდგენელია. თუმცა არის რამდენიმე ფაქტორი, რაც საქართველოს ტიპის ქვეყნებისთვის მომგებიანი იყოს. ჩვენს შემთხვევაში, როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი განმარტავს, ამ პროცესების გავლენა ძირითადად ლარის კურსზე აისახება.

,,გაიაფებული საწვავი, სავალუტო ნაკადის გადინების შემცირება, რაც კურსზე ნაკლები წნეხია, ჩვენი ქვეყნისთვის არის მცირე სარგებელი, რაც შეიძლება ამ გლობალური პროცესისგან მიიიღოს", - ამბობს ვანო მთვრალაშვილი და ყურადღებას ამახვილებს საერთაშორისო ტენდენციებზე, რაც მისი შეფასებით, უმძიმესია.

,,მსუბუქი ნავთობის ფასი 37 დოლარამდე დაეცა, რაც ისტორიას არ ახსოვს. კონკრეტულად ეს არის ამერიკული მსუბუქი ნავთობი, რომელიც რეკორდულად გაუფასურდა. კოვიდ19-ის გავლენა მსოფლიო ეკონომიკაზე აღმოჩნდა უმძიმესი, მათ შორის სოციალურ და პოლიტიკურ ვითარებაზეც რთულად აისახება.  შესაბამისად, ამ გავლენის შედეგად მსოფლიოში ნავთობპროდუქტებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად შემცირებულია. ფაქტობრივად, ბოლო პერიოდში უმპრეცენდენტოდ დაეცა რეალიზაცია და ეს გასაკვირიც არ არის, რადგან ეპიდემიის გამო 3 მილიარდზე მეტო ადამიანი კარანტინშია. მნიშვნელოვნად არის შემცირებული სატრანსპორტო, საჰაერო, საზღვაო  გადაადგილება, ეკონომიკური საქმიანობები და გლობალური მასშტაბით მოქმედებს მოწოდება ,,დარჩი სახლში", დღეს მსოფლის ყველა წამყვანი ეკონომიკა ამ ლოზუნგს იყენებს. უამრავი ფაქტორია იმისთვის, რომ ნავთობზე მოთხოვნა აღარ არის", - აცხადებს მთვრალაშვილი.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემით, 2020 წლის 20 აპრილის ვაჭრობის შედეგებით, მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობი გაიაფდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system