თავში

როგორ აისახება ,,თელასის" ხარჯი დენის ახალ ტარიფზე

როგორ აისახება ,,თელასის" ხარჯი დენის ახალ ტარიფზე
როგორ აისახება ,,თელასის ხარჯი დენის ახალ ტარიფზე

,,თელასში" აცხადებენ, რომ სემეკის მიერ დადგენილ ახალი ტარიფებში კომპანიის მიერ გაწეულ ყველა ხარჯს არ არის ასახული. კომპანიის წარმომადგენელთა ინფორმაციით, სინამდვილეში ელექტროენერგიის შესყიდვა იმაზე ძვირი დაუჯდათ, ვიდრე თავდაპირველად იყო გათვალისწინებული, რადგან მომხმარებლებს ელექტროენერგიას საკუთარი ზარალის ხარჯზე აწვდიდნენ, ახალი გადასახადის დადგენისას არ იქნა გათვალისწინებული.

,,არსებული ტარიფი არ იძლევა საშუალებას, რომ ელექტროენერგიის არაგეგმიურად მაღალი ღირებულებისთვის კომპანიის მიერ გადახდილი ხარჯის ამოღება გახდეს შესაძლებელი. დიდი ხნის განმავლობაში  ,,თელასი" მომხმარებლებს ელექტროენერგიას საკუთარი ზარალის ხარჯზე აწვდიდა. თავს ვიკავებთ ტარიფთან დაკავშირებული საკითხების საჯაროდ განხილვისგან, თუმცა, თუკი საუბარია იმ მიდგომის შესახებ, რომლითაც საქართველოს ელექტროენერგეტიკის მარეგულირებელმა დაადგინა ტარიფი, ჩვენი აზრით,  მასში ჩვენს მიერ გაწეული ყველა ხარჯი არ ასახულა", - აცხადებენ ,,თელასში".

შეგახსენებთ, რომ თელასის“ და „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის ტარიფი 3.5 თეთრით გაიზარდა. სემეკის გადაწყვეტილებით, "თელასის" სამომხმარებლო აბონენტებისთვის ტარიფი ასე განისაზღვრება:
1) თვეში 0-101 კილოვატი - 18.041 თეთრი, ზრდა 3.498 თეთრი;
2) თვეში 101-301 კილოვატი - 22.053 თეთრი, ზრდა 3.498 თეთრი;
3) თვეში 301+ კილოვატი - 26.537 თეთრი, ზრდა 3.498 თეთრი.
კომერციული აბონენტებისთვის ახალი ტარიფი ასეთია:
110-35 კვ. - 27.370 თეთრი- ზრდა 11.260 თეთრი;
10-6-3.3 კვ - 29.646 თეთრი - ზრდა 12.764 თეთრი;
380-220 ვ - 32.831 თეთრი - ზრდა 11.612 თეთრი.

როგორც ცნობილია, ეს ტარიფები ძალაში 2021 წლის 1 ივლისამდე იქნება, რის შემდეგაც ენერგეტიკულ ბაზარზე მნიშვნელოვანი ცვლილებები უნდა ამოქმედდეს და ერთმანეთისგან გაიმიჯნოს გამანაწილებელი ქსელის ფლობის და ელექტროენერგიის მიწოდების ბიზნესები. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system