თავში

როგორ ამოვიცნოთ ცემენტის ხარისხი

როგორ ამოვიცნოთ ცემენტის ხარისხი
როგორ ამოვიცნოთ ცემენტის ხარისხი

იმის გამო, რომ ბაზარზე უხარისხო ცემენტი მრავლადაა "საქართველოს ცემენტის ასოციაცია“ იძლევა რეკომენდაციებს, როგორ ამოვიცნოთ მაღალი ხარისხის ცემენტი. 

"ადგილობრივი მწარმოებლების ხარისხიან პროდუქციაზე დატანილია საქართველოს ცემენტის ასოციაციის ლოგო, რაც ხარისხის ნიშანთან ასოცირდება, რადგან აღნიშნული ლოგოს დატანის უფლება აქვს მხოლოდ იმ კომპანიებს, რომელთა პროდუქტი მუდმივად აკმაყოფილებს ევროპული სტანდარტის მოთხოვნებს და შეფუთვაზე დატანილ ტექნიკურ ინფორმაციას შეესაბამება. ასევე, თავი შეიკავეთ იმ პროდუქციის შეძენისგან, რომელთა შეფუთვაზეც არაა მითითებული მწარმოებლის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია და ცემენტის ტიპის ზუსტი დასახელება. აღსანიშნავია, რომ 2017 წლიდან საქართველოს ცემენტის ასოციაციის ინიციატივით, საქართველოს ცემენტის ღია ბაზარზე ხელმისაწვდომი შეფუთული ცემენტის 8 ფარული ტესტირება ჩატარდა. 273 შემოწმებული შეფუთული ცემენტიდან, მხოლოდ 32% აკმაყოფილებს ევროპული სტანდარტების EN197-1 და N413-1 მოთხოვნებს, დანარჩენმა 68%-მა ვერ გადალახა საჭირო ბარიერი," - აცხადებენ ცემენტის ასოციაციაში.

ცნობისთვის, ასოციაცია ბაზრის მონიტორინგს რეგულარულად აწარმოებს და მის მიერ ჩატარებული ფარული ტესტირების შედეგებით დგინდება, რომ მაღალია უხარისხო ცემენტის რეალიზაციის მაჩვენებელი. ამიტომ ასოციაციაში ამბობენ, შესაძლოა, ამ ცემენტით აშენებულ ობიექტებში სხვადასხვა მიზნით განთავსებულ 150 000-მდე მოქალაქეს შეუქმნას საფრთხე.

დეკემბერში "საქართველოს ცემენტის ასოციაციის" ფარული ტესტირების შედეგების მიხედვით, ადგილობრივად წარმოებული შეფუთული ცემენტის 31 სახეობიდან 6 კომპანიის მხოლოდ 9 პროდუქტმა (29%) დააკმაყოფილა ევროპული EN197-1 და EN413-1 სტანდარტების მოთხოვნები. 9 ნიმუშიდან 6 ადგილობრივი პროდუქცია იყო, 3 - თურქული.

ასოციაციის განცხადებით, მიღებული შედეგები ოფიციალურად გაეგზავნებათ შესაბამის ორგანოებს შემდგომი მოქმედებებისთვის, რადგან ბაზარზე ხარისხის კუთხით არანაირი გაუმჯობესება არ შეინიშნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system