თავში

როგორ აპირებს მთავრობა COVID-19-ის მართვას გახსნილი ეკონომიკის პირობებში

როგორ აპირებს მთავრობა COVID-19-ის მართვას გახსნილი ეკონომიკის
როგორ აპირებს მთავრობა COVID-19-ის მართვას გახსნილი ეკონომიკის პირობებში

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინიტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოში პანდემიის დაწყებისთანავე ხელისუფლებამ ვირუსთან გასამკლავებლად სწრაფი და ეფექტური ზომები მიიღო.

მისივე თქმით, დღესდღეობით საქართველომ ვირუსის გავრცელების მართვასთან ერთად დაბალანსებული ოქროს შუალედის შემუშავება მოახერხა, რაც იმას მოაზრებს, რომ პანდემიის პირობებში, ეკონომიკას განვითარების შესაძლებლობა აქვს. ამასთან, როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ჯანდაცვის სფერო, და არა მარტო ეს სექტორი, კორონავირუსის მეორე ტალღას უკეთ მომზადებული ხვდება.

„პანდემიის დაწყების პირველივე დღეებიდან, როგორც კი საქართველოს ეს გლობალური პრობლემა შეეხო, ხელისუფლებამ, ჩვენმა გუნდმა მიიღო მართლაც სწრაფი და ეფექტური ზომები. პირველივე დღეებში შევძელით, კონტროლქვეშ მოვაქციეთ ეს ეპიდემია და მისი გავრცელება. დავიცავით ძალიან ბევრი სიცოცხლე და მოსახლეობის ჯანმრთელობა. დღესდღეობით ჩვენ არა მარტო ვმართავთ ამ ეპიდემიას, ასევე ვისწავლეთ, თუ როგორ არ შევზღუდოთ საჭიროზე მეტად ეკონომიკა და როგორ ვიცხოვროთ პანდემიის პირობებში. კიდევ გარკვეული დრო დასჭირდება იმას, რომ კაცობრიობამ შეიმუშაოს ვაქცინა და პანდემია დამარცხდეს. უნდა ვისწავლოთ ფუნქციონირება პანდემიასთან ერთად და სწორედ ამ რეჟიმში ვართ, როდესაც მხოლოდ წერტილოვანი შეზღუდვებით გვინდა, რომ ფონს გავიდეთ და მთლიანობაში არ იყოს დარგობრივი ან მსხვილი რეგიონალური შეზღუდვები. ხედავთ, ძალიან პასუხისმგებლიანად ვმუშაობთ. შევიმუშავეთ დაბალანსებული ოქროს შუალედი, რომელსაც ჰქვია მიდგომა- არ შევზღუდოთ დიდად ეკონომიკა და მივცეთ ეკონომიკას განვითარების შესაძლებლობა. აღსანიშნავია, რომ პანდემიის პერიოდში დაფიქსირდა მოკრძალებული, მაგრამ ზრდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისით. ეს იმის ნიშანია, რომ მიუხედავად პანდემიისა, ჩვენ ვაძლევთ ეკონომიკას განვითარების საშუალებას. ამავდროულად, ჩვენი ჯანდაცვის სექტორი და არა მარტო ჯანდაცვის სექტორი, მეტად მომზადებული ხვდება მეორე ტალღას. გაიზარდა ჯერადობით ტესტირების სიმძლავრეები. კერძო ლაბორატორიებსაც შევუწყვეთ ხელი. კარანტინში ყოფნის ვადას ეტაპობრივად ვამცირებთ. ვაკვირდებით სხვა ქვეყნების მიღწევებსა და გამოცდილებას. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს პროცესი იყოს ნაკლებად შემზღუდავი, ნაკლებად დისკომფორტული. ოპოზიციას არაფერი დარჩა სალაპარაკო. იმ ფონზე, როცა გლობალური ეკონომიკის დაღმასვლა არის, როცა გლობალური ინვესტიციების 40 პროცენტით შემცირება არის ნავარაუდევი, ჩვენ აქ ვინარჩუნებთ ან ვზრდით ეკონომიკას. მხოლოდ და მხოლოდ აღიარება სჭირდება ამ ფაქტს“, – განაცხადა ნათია თურნავამ და დასძინა, რომ ხელისუფლება 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და ყველაფერს აკეთებს, რომ მეტად შემზღუდავი და მკაცრი ზომები არ გახდეს საჭირო.

„სამწუხაროდ, პრაქტიკულად, ის მეორე ტალღა, რომელსაც მთელი მსოფლიოს ეპიდემიოლოგები ვარაუდობდნენ, საქართველოში უკვე დაწყებულია, ამას რამდენიმე მიზეზი გააჩნია, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა პირველივე დღიდან ეპიდემიოლოგიური ვითარების კონტროლზე აყვანისა და იმისთვის, რომ ეს პროცესი მართვადი ყოფილიყო,“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა.

ნათია თურნავას თქმით, ვერავინ შეპირდება მოსახლეობას, რომ კორონავირუსი სადმე გაქრება, ეს ჯერჯერობით შეუძლებელია, მაგრამ, მისი შეფასებით, უნდა ვისწავლოთ ცხოვრება პანდემიასთან ერთად.

„ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ კვლავ უფრო დიდად შემზღუდავი და მკაცრი ზომები არ გახდეს საჭირო, როგორც ეს უკვე ერთხელ გავიარეთ და ჩვენი ეკონომიკა მეორედ ასეთ დარტყმას ვერ გაუძლებს, შესაბამისად, წერტილოვანი ღონისძიებების და ასევე ჩვენი სამედიცინო პერსონალის პროფესიონალიზმის წყალობით იმედი გვაქვს, რომ შედარებით უმტკვივნეულოდ გავივლით ამ პროცესს,“ - აღნიშნა მინისტრმა.

ქუთაისში, 32-ე სკოლის 21 პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა. მანამდე კი დილით გახდა ცნობილი, რომ ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ 57 პაციენტია ინფიცირებული, მათგან  25 აჭარას უკავშირდება. ახალი შემთხვევებიდან 18 ინფიცირებულთან კონტაქტს განეკუთვნება, რვის წყარო კი ამ ეტაპზე უცნობია. 

ღეს გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 9-ით გაიზარდა და -1334-ს შეადგენს.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 390 პირი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system