თავში

როგორ აპირებს სარესტორნო ბიზნესი ბრძოლას შეზღუდვების წინააღმდეგ

როგორ აპირებს სარესტორნო ბიზნესი ბრძოლას შეზღუდვების წინააღმდეგ
როგორ აპირებს სარესტორნო ბიზნესი ბრძოლას შეზღუდვების წინააღმდეგ

რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტის, კოტე გაბრიჩიძის განცხადებით, უმოკლეს ხანში გაკოტრებული რესტორნების რაოდენობა 90%-ს მიაღწევს, ხოლო შემოსავლებს სექტორში დასაქმებული 300 ათასი ადამიანი დაკარგავს. როგორც მან report.ge-თან აღნიშნა, მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება და გაკოტრების პირასაა ყველა ბიზნესი, რომლის უკან მსხვილი ინვესტორი არ დგას. კოტე გაბრიჩიძის განცხადებით, რესტორატორთა ასოციაციის მოთხოვნის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, საპროტესტო აქციებს დაიწყებენ.

,,დღესდღეობით რესტორნების 70%-ია გაკოტრებულია და შეღავათი თუ არ მოიხსნება, მათი რაოდენობა მასშტაბურად მოიმატებს, 90% დაიხურება. ეს არის მწარე რეალობა, რაშიც შეზღუდვების გამო აღმოვჩნდით. გაუგონარი გადაწყვეტილება მიიღეს, იმ დროს გვიწევს დაკეტვა, როდესაც ხალხი სავახშმოდ იკრიბება და ჩვენ იძულებული ვართ, ობიექტი დავცალოთ.  ფაქტობრივად, გაგვაჩერეს, ამ დროს გვაქვს გადაუხდელი ვალები ბანკებთან, საგადასახადო სტრუქტურებთან და ა.შ. შეიძლება, ვიღაც უძლებს, განსაკუთრებით, რომლის უკანაც მსხვილი ინვესტორი დგას, მაგრამ ასეთი ცოტაა და მასიურად არის პრობლემა", - ამბობს გაბრიჩიძე და მთავრობის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებზეც დასძენს.

,,ვითხოვთ, რომ საბანკო ვალდებულებები 1 წლით გადაგვივადდეს, შეზღუდვები მოიხსნას, დღგ-ს გადასახადი გადაიხედოს და მოგვცენ საშუალება, რომ დასაქმებულებს სამსახური შევუნარჩუნოთ. ეს არის ამ დროისთვის 100 ათასზე მეტი ადამიანი, რომლებსაც ასევე ბანკები ვალები აქვთ და ჩვენ მათ ქუჩაში ვუშვებთ. ამ დასამქებულებსაც უნდა მიექცეთ ყურადღება. თუკი ბიზნესი მასიურად გაკოტრდება, სამსახურს სექტრში და მომიჯნავე სფეროებში მომუშავე დაახლოებით 300 ათასი ადამიანი დაკარგავს. არ ვჩერდებით და ბოლომდე ვაპირებთ ბრძოლას, საჭირო თუ გახდა, მოვაწყობთ აქციებს და საკუთარ უფლებებს ბოლომდე დავიცავთ", - აცხადებს report.ge-თან კოტე გაბრიჩიძე.

შეგახსენებთ, რომ სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლები სამუშაო საათების გაზრდას და სახელმწიფოს მხრიდან ბანკებთან შუამდგომლობას ითხოვენ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თბილისში, მცხეთასა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები 22:00 საათამდე მუშაობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system