თავში

როგორ არის მომხმარებელთა უფლებები დაცული "ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ ახალ კანონში

როგორ არის მომხმარებელთა უფლებები დაცული ახალ კანონში
როგორ არის მომხმარებელთა უფლებები დაცული ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ ახალ კანონში

"საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) ერთ-ერთი ამოცანა მომხმარებელთა ინტერესების დაცვაა," – ამის შესახებ სემეკ-ის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განაცხადა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) შესაძლოა, უფლებამოსილი გახდეს, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომუშავე კომპანიებს ხუთ პროცენტზე უფრო მეტი წილის/აქციების გასხვისება აუკრძალოს. 

სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია განმარტავს, რომ  წინა ხელისუფლების პირობებში რამდენიმე გარიგება განხორციელდა, რამაც აღნიშნულ სისტემაზე ნეგატიური გავლენა იქონია. ნარმანია „ყაზტრანსგაზის” თემას ასახელებს და განმარტავს, რომ მაშინნდელი ხელისფლება მაგისტრალური გაზსადენის გაყიდვასაც გეგმავდა.

"კანონში ცვლილება იქნება ბერკეტი, რათა მდგომარეობა არ გაუარესდეს, რადგან ელექტროენერგია, გაზმომარაგება არის სექტორი, რომელსაც თითოეულ ჩვენგანზე აქვს გავლენა. ამდენად მნიშვნელოვანია, არსებობდეს ასეთი დამატებითი და მარეგულირებელი ინსტრუმენტი, რომელსაც არაერთი ქვეყანა იცნობს“, – აცხადებს დავით ნარმანია.

შესაბამისი კანონპროექტის ინიცირება პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება. ნარმანიას თქმით, კომისია მზად არის, ახალი ფუნქცია იტვირთოს.

„შევაფასებთ, ხომ არ გამოიწვევს ახალი მესაკუთრის შემოსვლა მომსახურების გაუმჯობესებას ან რამე გავლენას ხომ არ იქონიებს ტარიფებზე. ამდენად, ჩვენი როლი და ფუნქცია ის იქნება, რომ წილის გასხვისების შემთხვევაში, ახალმა მეწილემ არ გააუარესოს მომხმარებელთა უფლებები, რადგან ჩვენი ერთ-ერთი ამოცანა მომხმარებელთა ინტერესების დაცვაა. გამომდინარე იქედან, რომ კანონმდებლობით მაქსიმუმ სამ-თვიანი პროცედურა არის შემოთავაზებული, შესაძლოა, მცირე გარიგების შემთხვევაში, ეს ვადაც არ დაგვჭირდეს იმდენად მოქნილი ვიქნებით და სწრაფად გავცემთ თანხმობას წილის გასხვისებაზე“, – განაცხადა ნარმანიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system