თავში

როგორ არნიშნავს 10 წლის იუბილეს “აღმოსავლეთ პარტნიორობა”

როგორ არნიშნავს 10 წლის იუბილეს აღმოსავლეთ პარტნიორობა

“აღმოსავლეთ პარტნიორობა” 10 წლის იუბილეს სემინარით აღნიშნავს. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ პრეტორიაში “აღმოსავლეთ პარტნიორობის” 10 წლისთავთან დაკავშირებული სემინარი გაიმართა. ღონისძიებაზე გამოსვლისას, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბექა დვალმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტზე ასევე, ხაზი გაუსვა ევროკავშირთან საქართველოს ინტეგრაციის სამომავლო პერსპექტივებს

ღონისძიება ორგანიზებული იყო სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის და მთლიანად აფრიკის კონტინენტის ერთ-ერთი წამყვანი ანალიტიკურ-კვლევითი ცენტრის “საერთაშორისო საქმეთა სამხრეთ აფრიკული ინსტიტუტის”, ასევე, სამხრეთ აფრიკაში საქართველოს, აზერბაიჯანის, ბელარუსის, უკრაინის საელჩოების, სამხრეთ აფრიკაში ევროკავშირის დელეგაციის და ფინეთის, როგორც ევროკავშირის საბჭოს მოქმედი თავმჯდომარის, საელჩოს თანაორგანიზებით.

ღონისძიებას დაესწრნენ სამხრეთ აფრიკაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, სამხრეთ აფრიკის საგარეო უწყების, ანალიტიკურ-კვლევითი და ბიზნეს წრეების, ასევე, მედიის წარმომადგენლები.

აღმოსავლეთ პარტნიორობა ევროკავშირის ყველაზე ახალი საგარეო პოლიტიკური მიმართულებაა. მისი მიზანია პარტნიორ ქვეყნებში მიმდინარე პოლიტიკური, სოციალური თუ ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერა და მათი ევროკავშირთან დაახლოების პროცესის გაადვილება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system