თავში

როგორ ასტიმულირებენ ელექტრომობილებს მსოფლიოში

როგორ ასტიმულირებენ ელექტრომობილებს მსოფლიოში
როგორ ასტიმულირებენ ელექტრომობილებს მსოფლიოში

გლობალურად, ელექტრომობილების გაყიდვების დიდი ნაწილი განპირობებულია სახელმწიფო ხელშეწყობით, ესაა, სუბსიდიები, საგადასახადო შეღავათები და სხვა მასტიმულირებელი პროგრამები. როგორც galt and taggart-ის საავტომობილო ბიზნესის მიმოხილვაშია განმარტებული,  2019 წელს საქართველოსა და მსოფლიოში გაყიდული მანქანების 2.5% ელექტრომობილები იყო (პლაგ-ინ ჰიბრიდების ჩათვლით). 2019 წელს ელექტრომობილების გაყიდვების 91% სამ ძირითად ბაზარზე (აშშ, ჩინეთი, ევროპა) მოდიოდა.

galt and taggart-ის შეფასებით, საქართველოში ელექტრომობილების ზრდას ხელი შეუწყო საწვავზე და ძველ ავტომობილებზე აქციზის გადასახადის ზრდამ 2017 წლიდან და ელექტრომობილებზე აქციზის გადასახადის გაუქმებამ 2011 წლიდან. სპეციალისტები ამ ინიციატივის სიმცირეზე საუბრობენ და ელექტრომობილების რეალიზაციის ხელშესაწყობად პოლიტიკის შეცვლას ითხოვენ. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ პრობლემა სახელმწიფომ კერძო სექტორთან თანამშრომლობით უნდა გადაწყვიტოს და ელექტრომობილების რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით ქმედითი ნაბიჯები გადადგას.

რა ღონისძიებები ტარდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ელექტრომობილების რეალიზაციის სტიმულირებისთვის, იხილეთ ცხრილში:

შეგახსენებთ, ელექტრომობილის მცირეხარჯიანობა უკვე არავის სჯერა. ამ კატეგორიის ავტომობილის დამუხტვის საფასური ბენზინისა და გაზის ხარჯს უსწრებს. მართალია, მთავრობა ცდილობს, რომ ეკოლოგიურად სუფთა ტრანსოპორტი წახალსიდეს, დატენვის საფასურის მაღალი ხარჯი მძღოლებისთვის დიდი თავსატეხია, რის გამოც მათთვის ელექტრომობილმა პოპულარობა დაკარგა და მოტივაცია შემცირდა. ელექტრომობილებზე მოთხოვნის კლების ერთ-ერთ მიზეზად სწორედ შენახვის მაღალი ხარჯი სახელდება. მიუხედავად ელექტრომობილის ეკონომიურობისა (ნაკლები საწვავის + შეკეთების ხარჯები), ელექტრომობილის ფლობის ჯამური დანახარჯი მნიშვნელოვნად აღემატება შიდა წვის ძრავიანი ავტომობილების დანახარჯს, საწყისი მაღალი ფასის გამო. ამის შესახებ აღნიშნულია galt and taggart-ის საავტომობილო ბიზნესის მიმოხილვაში. კვლევაში შედარებულია Hyundai Ioniq-ის ელექტრომობილის საცალო ფასი და Hyundai Ioniq ჰიბრიდის ფასი.

ელექტრომობილების იმპორტი კვლავ დაბალ დონეზეა. Galt & Taggart-ის შეფასებით, მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც ელექტრომობილების ზრდას 4 ძირითადი ბარიერი უშლის ხელს: მაღალი ფასი, გადაადგილების შეზღუდული დიაპაზონი, დასატენი ინფრასტრუქტურის ნაკლებობა და მოდელების შეზღუდული არჩევანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system