თავში

როგორ ასუსტებს პოლიტიკური კონფლიქტები CAREC-ს

როგორ ასუსტებს პოლიტიკური კონფლიქტები CAREC-ს
როგორ ასუსტებს პოლიტიკური კონფლიქტები CAREC-ს

ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის, CAREC-ის, წევრ ქვეყნებს შორის არსებული კონფლიქტები დერეფნის კონკურენტუნარიანობას ასუსტებს. ამის შესახებ აღნიშნულია "აბრეშუმის გზის" შესახებ ბოლო საერთაშორისო კვლევაში.  აქვე განმარტებულია, რომ CAREC-ის რეგიონში პორტები და ლოგისტიკური დერეფნები განისაზღვრა რიგი გეოგრაფიული, ისტორიული, ინსტიტუციური, გეოსტრატეგიული ფაქტორებით, რომელიც მას მსოფლიოს სრულიად უნიკალურ ნაწილს ხდის. ეს არის რეგიონი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ყვაოდა ვაჭრობის ხარჯზე, გარკვეული პერიოდის განმავლობაში თითქმის იზოლირებული იყო დანარჩენი სამყაროსაგან, მაგრამ კვლავ აღმოჩნდა ინტენსიური სავაჭრო მარშრუტების გზაჯვარედინზე. 

"უსასრულო დაბლობებია გაშლილი ზოგიერთ ქვეყნებში, უმაღლესი და ძნელად გასასვლელი მთიანი ადგილები - სხვა ქვეყნებში. ვრცელი დაუსახლებელი ადგილებია მონღოლეთში ან ყაზახეთში, ინდის ხეობა კი პაკისტანში მოსახლეობის უმაღლესი სიმჭიდროვით გამოირჩევა. მიუხედავად დიდი მანძილისა, სინძიანის, ყაზახეთის და რუსეთის ფედერაციის უკიდეგანო ვაკეები ინტენსიურ სატრანსპორტო დერეფნებად იქცა აღმოსავლეთ-დასავლეთის ღერძზე ვაჭრობისათვის, მაშინ როცა ყარაყორუმი, ტიან-შანი, პამირი და მათთან დაკავშირებული ქედები კვლავ მთავარი დაბრკოლებაა, რომელიც აფერხებს ვაჭრობას ღერძზე ჩრდილოეთი-სამხრეთი. იმპერიების შექმნის და დაშლის საერთო ისტორიამ, აგრეთვე თანამედროვე გეოპოლიტიკის გავლენამ მემკვიდრეობით დატოვა კონფლიქტები და ადამიანური ბარიერები ვაჭრობის განვითარებისათვის და საქონლის გადაადგილებისათვის. დაკეტილი ან თითქმის დაკეტილი საზღვრების არასრულ სიაში, რომელიც აფერხებს ტვირთების გადაზიდვას, შედის გადასასვლელები სომხეთსა და აზერბაიჯანს, საქართველოსა და რუსეთს შორის აფხაზეთში და ოსეთში, ან ინდოეთსა და პაკისტანს შორის. გარდა ამისა, საქონლის გადაადგილება ირანის გავლით მკვეთრად შემცირდა სანქციების მოქმედების შედეგად, იგივე მდგომარეობაა ავღანეთში უსაფრთხოების პრობლემების გამწვავებისა გამო," - აღნიშნულია მიმოხილვაში. 

CAREC-ის (Central Asia Regional Economic Cooperation) წევრი ქვეყნების უმეტესობაში მსოფლიო ბანკის ლოგისტიკის ეფექტიანობის ინდექსის (Logistics Performance Index - LPI) მაჩვენებელი დაბალია, თუმცა, ამის მიუხედავად,  ცენტრალური აზია მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური უბანია, სადაც ტვირთნაკადების მოცულობა ორნიშნა რიცხვით იზრდება. CAREC-ის დერეფანში 2050 წლისათვის ტვირთნაკადების სამჯერ ზრდასაც პროგნოზირებენ.

CAREC-ი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ხარჯიან ლოგისტიკურ სისტემად აღიქმება. მიზეზად ცენტრალური აზიის ჭიდროდ დასახლებულობა და სასაზღვრო ხაზების მოზაიკურობა სახელდება. ეს იმას ნიშნავს რომ მცირე ტერიტოიაზე ტვირთს არაერთი საზღვრის გადალახვა უწევს, რაც სატრანზიტო დროს და ხარჯს ზრდის. 

რა როლი აქვს CAREC-ში საქართველოს პორტებს, რა ხდება ქვეყნის პორტებში, ვინ რა ფორმით მართავს ქართულს პორტებს, რა პრობლემებს ქმნის საპორტო სფეროში სახელმწიფო რეგულირების არარსებობა, ნახეთ აქ.

შეგახსენებთ, CAREC-ის დერეფნის გაციფრულება გაზრდის ამ დერეფნის პოტენციალს. CAREC-ის დერეფანში საქართველო-აზერბაიჯანის ტრანსასაზღვრო ციფრული პლატფორმა იქმნება.

ქართული მხარის განმარტებით, ციფრულ ინტეგრაციას შეუძლია გადამწყვეტი როლი ითამაშოს CAREC-ის წევრ ქვეყნებს შორის კიდევ უფრო გაღრმავდეს თანამშრომლობა ვაჭრობის, ლოგისტიკისა და ფინანსური მომსახურების სფეროში.

CAREC-ის წევრი 11 ქვეყნის სარკინიგზო სისტემებს იკვლევენ. პროექტს "აზიის განვითარების ბანკი" აფინანსებს. სამუშაო ჯგუფმა სარკინიგზო სფეროში (Railway Working Group) შეიმუშავა სარკინიგზო ტრანსპორტის განვითარების სტრატეგია 2017-2030 წლებში. ამავე ჯგუფმა აამოქმედა პროექტი „ტექნიკური მხარდაჭერა“ (technical assistance - TA), რომელიც მოცემულ მომენტში ხორციელდება.

ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის, CAREC-ის, (Central Asian Regional Economic Cooperation) წევრი ქვეყნებია: ავღანეთი, აზერბაიჯანი, ჩინეთი, საქართველო, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მონღოლეთი, პაკისტანი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, და უზბეკეთი. საქართველო CAREC-ის რეგიონული ორგანიზაციის წევრია 2016 წლის ოქტომბრიდან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system