თავში

როგორ ავიცილოთ თავიდან ორმაგი დაბეგვრა

როგორ ავიცილოთ თავიდან ორმაგი დაბეგვრა
როგორ ავიცილოთ თავიდან ორმაგი დაბეგვრა

ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე ქართულ და ინგლისურ ენებზე განთავსდა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს, საქართველოსა და ინდოეთს, საქართველოსა და სერბეთს შორის გაფორმებულ ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმებებში შესული ცვლილებების სინთეზირებული ტექსტები.

აღნიშნულ დოკუმენტებში ასახულია „დასაბეგრი ბაზის შემცირებისა და მოგების გადატანის აღკვეთის მიზნით საგადასახადო შეთანხმებებთან დაკავშირებული ღონისძიებების დანერგვის შესახებ“ მრავალმხრივი კონვენციის (MLI) ძალაში შესვლის შედეგად შესული ცვლილებები.

კონვენციას საქართველომ ხელი მოაწერა 2017 წლის 7 ივნისს და ძალაში შევიდა 2019 წლის პირველ ივლისს. მისი მიზანია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიერ ინიცირებული „დასაბეგრი ბაზის შემცირების და მოგების გადატანის“ (BEPS) პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების იმპლემენტაცია ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმებებში.

სინთეზირებული ტექსტები მომზადდა ფინანსთა სამინისტროს მიერ გაერთიანებული სამეფოს, ინდოეთისა და სერბეთის შესაბამის კომპეტენტურ უწყებებთან გამართული ორმხრივი კონსულტაციების შედეგად.

შეგახსნებთ, ამჟამად, „ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმება” ძალაშია 56 ქვეყანასთან

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები

orphus_system