თავში

როგორ და რა ფორმით იყიდის ბიძინა ივანიშვილი სახელმწიფო ქონებას წყალტუბოში

როგორ და რა ფორმით იყიდის
როგორ და რა ფორმით იყიდის ბიძინა ივანიშვილი სახელმწიფო ქონებას წყალტუბოში

როგორ და რა ფორმით მოახდენს ბიძინა ივანიშვილი სასტუმროების შესყიდვას, ჯერ-ჯერობით უცნობია. 

„22 სასტუმრო და 9 აბანო და მოვახდინო მათი სრული რეაბილიტაცია, კურორტის განვითარების ერთიანი გეგმისა და კონცეფციის ფარგლებში“-ამის შესახებ ნათქვამია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში, რომელიც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახურმა გაავრცელა. 

როგორც ქონების ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ,ივანიშვილის მიერ დასახელებული 22 სანატორიუმიდან 15 ეკონომიკის სამინისტროს ბალანსეა. ესენია:

სანატორიუმი სამგურალი
სანატორიუმი მეგობრობა
სანატორიუმი გეოლოგი
სანატორიუმი იმერეთი
სანატორიუმი გელათი
სანატორიუმი თბილისი
სანატორიუმი რკინიგზელი
სანატორიუმი აია
სანატორიუმი ფილიალი
უშიშროება
სანატორიუმი წყალტუბო
სანატორიუმი მედეა
სანატორიუმი სავანე
სასტუმრო წყალტუბო
სანატორიუმი სინათლე

დამატებით დეტალებზე ეკონომიკის სამინისტროში არ საუბრობენ და აცხადებენ, რომ ამ დროისთვის საკითხის შესწავლა მიმდინარეობს და მინისტრი უახლოეს საათებში განცხადების გაკეთებასაც გეგმავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system