თავში

როგორ და რისთვის აშენებს ხელისუფლება გზებს

როგორ და რისთვის აშენებს ხელისუფლება გზებს
როგორ და რისთვის აშენებს ხელისუფლება გზებს

"ჩვენი აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი და ჩრდილოეთ-სამხრეთის საერთაშორისო მაგისტრალი, ამ ძირითადი გზაჯვარედინიდან გამოვყოფდი კახეთის გზას, რომელიც ჩვენს პარტნიორთან, აზერბაიჯანთან დაგვაკავშირებს და ამ პროექტების ჯამური ღირებულება იქნება 12 მილიარდი ლარი," - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა „რეალურ რიცხვებში“ განაცხადა.

მისი თქმით, საგზაო ინფრასტრუქტურის გარეშე შეუძლებელია ხარისხიანი გატარება იმ სავაჭრო ნაკადების, რომელიც ჩვენს ქვეყანაზე გადის.

"ჩვენ ყოველთვის გვირჩევნია ვთქვათ, რომ ამ თანხას კი არ ვხარჯავთ, არამედ ვდებთ ინვესტიციაში ჩვენი ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარებაში. ეს არის ჩვენი ქვეყნის საერთაშოროსო სავაჭრო ურთიერთობაში ინტეგრირების შესაძლებლობის წინაპირობა. საერთოდ, საგზაო ინფრასტრუქტურის გარეშე შეუძლებელია ხარისხიანი გატარება იმ სავაჭრო ნაკადების, რომელიც ჩვენს ქვეყანაზე გადის. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებულ გეოგრაფიულ მდებარეობას და ჩვენ პოტენციალზე, რა თქმა უნდა, ვგულისხმობთ იმას, რომ ისტორიულად ჩვენ ვართ იმ აბრეშუმის გზის განუყოფელი ნაწილი, რომელიც ათასწლეულების განმავლობაში აკავშირებდა აღმოსავლეთსა და დასავლეთს. ეს კავშირი არ არის მხოლოდ გზა, ეს არი სავაჭრო კავშირი. ჩვენ ვართ სავაჭრო დერეფნის ნაწილი და ჩვენი სავაჭრო დერეფნის ტრანზიტი არ გულისხმობს მხოლოდ სატვირთო მანქანების გატარებას ამ გზებზე, პირველ რიგში, ეს გულისხმობს იმას, რომ ამ საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების შედეგად ჩვენი კავშირები ჩვენ ყველა სავაჭრო პარტნიორთან ხდება ბევრად უფრო სწრაფი, საიმედო, უფრო მაღალი გამტარუნარიანობის, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი სავაჭრო პარტნიორების პირდაპირი ინტერესი არის ის, რომ განათავსონ მათი საწარმოები საქართველოში, განათავსონ ამ ტვირთების მომსახურე ცენტრები ჩვენს ქვეყანაში და ამით დავასაქმოთ ჩვენი მოსახლეობა ამ სავაჭრო ინფრასტრუქტურაში, გამოვუშვათ პროდუქცია საქართველოში, რომელიც შემდეგ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან გავრცელდება და დამატებით შემოსავალს მოიტანს ჩვენი ეკონომიკისთვის“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა და დასძინა, "ოცნების" ხელისუფლებამ მხოლოდ ერტ წელიწადში მოახერხა იმაზე მეტი ოდენობის ახალი გზის დაგება, რაც წინა ხელისფლებამ 8 წლის განმავლობაში.

"2012 წლამდე, 8 წლის განმავლობაში აშენებული იყო 68 კმ გზა. "ოცნების" ხელისფლებამ კი მხოლოდ წელს, წლის ბოლომდე, მას შემდეგ რაც დასრულდება ქუთაისის შემოვლითი გზის 20-კილომეტრიანი მონაკვეთი, მხოლოდ ერთ წელიწადში გავხსნით საერთაშორისო მაგისტრალებში 70 კმ. გზას," - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

მაია ცქიტიშვილმა ამისთვის პარტნიორ ორგანიზაციებს და დონორებს მადლობა გადაუხადა საერთასორისო მნიშვნელობის გზის მსენებლობის დაფინანსებისთვის.

„ყველა საერთაშორისო პროექტი ფინანსდება ძირითადად ჩვენი საერთაშორისო პარტნორების და ბანკების მიერ, რომელთა წესების პროცედურების მიხედვით ხდება როგორც შესყიდვების პროცედურების გამართვა, ასევე სამუშაო პროცესზე ზედამხედველობა და ასევე უკვე ამ სმუშაოების ჩაბარება, რაც განაპირობებს, ხშირ შემთხვევაში, სწორედ იმ საერთაშორისო ხარისხს, რომელიც ასეთი მაგისტრალების მიმართ მთელ მსოფლიოში არის დაყენებული“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, რიკოთის 4 მონაკვეთზე მთლიანობაში დაახლოებით 10 000-მდე ადამიანი დასაქმდება, საიდანაც 75-80% საქართველოს მოქალაქე იქნება.

„საუბარია საქართველოს 8 000-მდე მოქალაქეზე. დღეის მდგომარეობით, იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც ფინანსდება მხოლოდ ჩვენი სამინისტროდან და აქვე მინდა გამოვყო, რომ ეს არ არის მხოლოდ ჩვენი ინფრასტრუქტურული ბიუჯეტი, დასაქმებულია 31 000 ადამიანი, საიდანაც 94% საქართველოს მოქალაქეა“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მისი თქმით, ხელისუფლება ფიქრობს ეკოლოგიაზე და ძალიან ხშირად მარშრუტის შერჩევის კრიტერიუმი არის მათ შორის, შესაძლო ზიანისგან თავის არიდება.ცქიტიშვილის ტქმით, ხელისუფლება ფრთხილობს, როცა საქმე მოქალაქის საკუთრებას ეხება.

„ვცდილობთ, რომ ასეთი განსახლების რაოდენობა შევამციროთ და რაც შეიძლება ნაკლებ ადამიანს შევეხოთ, მაგრამ ასეთი რამეც ხდება. ამ შემთხვევაში დაწესებულია ძალიან მკაცრი და ძალიან კარგად აპრობირებული სოციალურ-ეკონომიკური ზემოქმედების წესები. ძალიან მკაცრად კონტროლდება ის, რომ არც ერთ ადამიანს არ მიადგეს ზიანი. ჩვენ დღეის მდგომარეობით, დაახლოებით 220 მილიონ ლარზე მეტი გვაქვს ანაზღაურებული იმ მოსახლეობისთვის, ვისაც მოუწია საცხოვრებელი სახლის ან მისამართის შეცვლა ან თუნდაც მისი სასოფლო-სამეურნეო ნაწილის გზისთვის დათმობა,“- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system