თავში

როგორ და როდის შეიძლება დასრულდეს აფეთქებების სერია საქართველოში

როგორ და როდის შეიძლება დასრულდეს აფეთქებების სერია საქართველოში
როგორ და როდის შეიძლება დასრულდეს აფეთქებების სერია საქართველოში

„ახალი დადგენილება უსაფრთხოების პრობლემას ვერ აღმოფხვრის“ - ასე აფასებს ენერგეტიკოსი გიორგი ჭაღიაშვილი ბუნებრივი აირის მოხმარებასთან დაკავშირებით დაგეგმილ რეგულაციებს. 

ენერგეტიკოსის შეფასებით, პრობლემა ძალიან ღრმაა და მისი გამოსწორება სტიქიური მიდგომით არ შეიძლება.

“რამდენადაც ვიცი, კანონპროექტში გაწერილია, რომ შემოწმების შემთხვევაში მოქალაქე ვალდებულია, გადაიხადოს საფასური, ეს ცალსახად უარყოფითად აისახება საზოგადოებასთან ურთიერთობის თვალსაზრისით. ევროპული ქვეყნების მაგალითზე, კომპანიაა ვალდებული, რომ უსაფრთხოების ღონისძიებები თავად ჩაატაროს, ჩვენთან კი, ეს ძალიან ამორფული და სტიქიური გახდა და ყველაფერს მოსახლეობაზე ვტეხთ. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა ყველა მხარეს უნდა იყოს, როგორც მთავრობის, კომპანიის , ასვე - მოქალაქის, თუმცა მოქალაქე არაა ვალდებული, ყველაფერი იცოდეს უსაფრთხოების შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ მივაწოდოთ ინფორმაცია წინასწარ და შევადგინოთ ინდივიდუალური ხელშეკრულება მათთან, ესაა ცივილური ფორმა”, - განაცხადა ჭაღიაშვილმა.

ენერგეტიკოსის აზრით, პრობლემის მოსაგვარებლად გლობალური მიდგომაა საჭირო. მისი რეკომენდაციით, უნდა დაიდოს ხელშეკრულება კომპანიასა და მოსახლეობას შორის, სადაც გაიწერება, რაზე იღებს ვალდებულებას მოქალაქე და რაზე იღებს პასუხისმგებლობას კომპანია. 

საქმე იმაშია, რომ მიმდინარე წლის პირველი ნოემბრიდან, ბუნებრივი აირის მომხმარებლებისთვის რეგულაციები მკაცრდება. ახალი რეგულაციის თანახმად, თუ ობიექტზე (მათ შორის საცხოვრებელ ადგილას) არსებული გაზდანადგარის ექსპლუატაცია დაუშვებელია და მომხმარებელი უარს აცხადებს გაზდანადგარის დაუყოვნებლივ დემონტაჟზე ან/და აშკარაა ამ ხელსაწყოთი თვითნებური სარგებლობა, ასეთ შემთხვევაში გაზგამანაწილებელი კომპანიის თანამშრომელი ვალდებული იქნება, პოლიციას აცნობოს სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი გარემოების შესახებ. პროექტი ასევე ითვალისწინებს ფულად ჯარიმებს, თუმცა ჯარიმების ნაწილის ამოქმედება 2021 წლიდან არის ნავარაუდევი.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system