თავში

როგორ დააზარალებს ევროკავშირის შესაძლო სანქციები ეკონომიკას

როგორ დააზარალებს ევროკავშირის შესაძლო სანქციები ეკონომიკას
როგორ დააზარალებს ევროკავშირის შესაძლო სანქციები ეკონომიკას

ეკონომისტები არ გამორიცხავენ, საქართველოსთვის ფინანსური სანქციების დაწესება ევროკავშირის დღის წესრიგში დადგეს. ასეთ შემთხვევაში, როგორც სპეციალისტები report.ge-თან საუბრობენ, ქვეყნის ეკონომიკა კატასტროფულ მდგომარეობაში აღმოჩნდება, რადგან ვერ მივიღებთ ევროკავშირისგან სესხებს, კიდევ უფრო გაუფასურდება ეროვნული ვალუტა და ინვესტიციებს სერიოზული საფრთხე შეექმნება. ასე ფიქრობს ეკონომისტი რამაზ გერლიანი, რომლის შეფასებიტაც პოლიტიკა ეკონომიკურ ცხოვრებაში ღრმად შეიჭრა და არ უნდა დავუშვათ, რომ პოლიტიკოსების არასწორი ქმედებით ქვეყნის ინტერესები დაზიანდეს.

,,სანქციები რომც არ დაწესდეს, მხოლოდ განცხადების დონეზეც კი დიდ პრობლემას შექმნის. ფინანსური დახმარებები თუ შეუჩერდება საქართველოს, ქვეყანა მიიღებს კატასტროფას, რადგან ამ კრიზისულ პერიოდში ძირითადად ამ ევროკავშირსა და ზოგადად, ევროზონაზე ვართ დამოკიდებული. მათ შორის, სესხებთან დაკავშირებითაც. არა მარტო ხელისუფლებისთვის, ოპოზიციისთვისაც უნდა იყოს ყურადსაღები, რადგან დიდი საფრთხეა, ევროკავშირის დღის წესრიგში დადგეს საქართველოსთვის  ფინანსური სანქციების დაწესება დადგეს დღის წესრიგში. ღმერთმა ნუ ქნას, ასე მოხდეს, ეს გამოიწვევს სავალუტო ნაკადების შემოსვლაში ხელის შეშლას, შესაბამისად, კურსი უფრო მეტად შეიცვლება, რაც დამატებით აისახება ფასებზე", - ამბობს ეკონომისტი და დასძენს, რომ ასეთ შემთხვევაში, როცა ისედაც ინფლაციის ზრდის მოლოდინია, სოციალური და ეკონომიკური ფონი კიდევ უფრო გაუარესდება.

,,პოლიტიკა და ეკონომიკური პოლიტიკა ყოველთვის მჭიდრო კავშირშია. ბევრ რაღაცას ეკონომიკაში სწორედ პოლიტიკური სიტუაცია განაპირობებს, მათ შორის, ინვესტორებთან მიმართებაშიც. უკვე არსებულ ინვესტიციებსაც კი საფრთხე ემუქრება, რადგან შეიძლება კაპიტალის გაფაროებაზე ხელი აიღონ და არც ახალი პროექტები განხორციელდეს. შეზღუდვებამა ისე მოთოკა ეკონომიკა, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებების გარეშე ფაქტობრივად არაფერი ხდება", - ამბობს გერლიანი. 

ანალოგიურ საფრთხეს ხედავს აკადემიკოსი ავთო სილაგაძეც, რომელიც შიშობს, რომ შეიძლება, ფინანსური დახმარებები შეჩერდეს ევროკავშირისგან.

,,ვაწყენინეთ ევროპას და ასეთი დამოკიდებულება ნამდვიალდ არ მოახდენს კარგ გავლენას, შეიძლება შეჩერდეს ფინანსური დახმარებების გაცემა, რომელიც საქართველოსთვის იყო გათვალისწინებული. იმედი მაქვს, რომ საქმე აქამდე არ მივა. საქართველოს მთავრობამ უნდა მოაგვაროს ეს საკითხი როგორმე, რომ ევროკავშირთან ურთიერთობა არ დაიძაბოს. ბევრი პროგრამა ხორციელდება ევროკავშირის ეგიდით, მათ შორის, ფინანსური დახმარებებია, ამიტომ  საფრთხე არსებობს, რაც მკვეთრად ნეგატიურ დამოკიდებულებას მოახდენს. ჯერჯერობით მხოლოდ ინფორმაცია გაჟღერდა და კონკრეტულად ვერავინ ვერაფერს ამბობს. ეს ის მდგომარეობაა, როცა ეკონომიკურ მდგომარეობას პოლიტიკური ფაქტორები განსაზღვრავენ. ხოლო ეკონომიკა ამ შემთხვევაში ვერაფერს კარნახობს პოლიტიკას, პოლიტიკოსებს შორის უნდა მოგვარდეს უთანხმოება და დალაგდეს შიდაპოლიტიკური საკითხები", - ამბობს report.ge-თან ავთო სილაგაძე.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის დეპუტატები ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის საქართველოში ვიზიტის შედეგებს ეხმაურებიან. განცხადებაში, რომელიც ევროპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტის დეპუტატების წუხილს იწვევს ის ფაქტი, რომ საქართველოს პოლიტიკური ლიდერები დანიელსონის წინადადებებს არ დაეთანხმნენ და აცხადებენ, რომ ამან, შესაძლოა, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებზე იმოქმედოს.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებში მედიაციის მიზნით საქართველოში ორჯერ ჩამოვიდა.

ევროპელი დიპლომატის მედიატორობის მიუხედავად, მხარეებს შორის შეთანხმება ვერ შედგა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system